in

AD Black Sea 2018-ის სპიკერები კრეატიულ ინდუსტრიაში ქალებისათვის შექმნილ ბარიერებზე

რა უშლის ხელს ქალებს, კრეატიულ ინდუსტრიაში, უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ, ისევე აღიქვამდნენ, როგორც მათ მამაკაც კოლეგებს და როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში?! ეს საკითხები აქტუალური იყო AD Black Sea 2018-ზე.

მარია მილუშევა: „თუ კაცი გაბრაზებულია და ჩხუბობს, მას მკაცრ მაგრამ პროფესიონალ ლიდერად აღიქვამენ. ქალს, კი თუ იგი ბრაზს გამოცხატავს, რატომღაც, სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და თვლიან, რომ ცუდი ადამიანი და ცუდი ბოსია.

როგორც კომპანია Nobel Graphics TBWA-ს კრეატიული დირექტორმა და პარტნიორმა მარია მილუშევამ აღნიშნა, ხშირად, ქალებს მათი ვიზუალური მხარის ან ჩაცმულობის მიხედვით აფასებენ. სამწუხაროდ, მათ უწევთ ყოველთვის აკონტროლონ საუბარი და ქცევა.

„თუ კაცი გაბრაზებულია და ჩხუბობს, მას მკაცრ, მაგრამ პროფესიონალ ლიდერად მიიჩნევენ. ქალს, კი თუ იგი ბრაზს გამოხატავს, რატომღაც, სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და თვლიან, რომ ცუდი ადამიანი და ცუდი ბოსია. სარეკლამო ინდუსტრიაში, ხელმძღვანელ პოზიციაზე, ქალები მხოლოდ 12%-ს  შეადგენენ.

უფრო მეტსაც გეტყვით, როცა კაცი მამა ხდება, მას პასუხისმგებლიან ადამიანად აღიქვამენ და ცდილობენ, ყველანაირად წაახალისონ. ქალებს კი ასეთ დროს, მნიშვნელოვან პროექტებს ჩამოაშორებენ ხოლმე. რატომღაცმ თვლიან, რომ დაოჯახების შემდეგ, საქმეს აუცილებლად მოაკლებ ყურადღებას და სერიოზული პროექტების შენთვის ნდობა უკვე მიზანშეწონილი აღარ არის“.

მარია მილუშევა: ჩემი რჩევა იქნება, არასოდეს ეცადოთ, უკეთესი მოთამაშე გახდეთ. უმჯობესია, თამაში შეცვალოთ.

მარია მილუშევა ამბობს, ქალებს ყველგან იდეალურობას სთხოვენ, სამსახურში აჰყავთ, 100%-ით უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, როცა იმავე პოზიციაზე, შესაძლოა, აიყვანონ მამაკაცი, რომელიც მხოლოდ 60%-ით აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

„რაც უფრო მეტ ძალაუფლებას აღწევს ქალი და რაც მეტი გავლენა აქვს, მით მეტად აღიზიანებს თანამშრომლებს, განსაკუთრებით მამაკაცებს. ჩემი რჩევა იქნება, არასოდეს ეცადოთ, უკეთესი მოთამაშე გახდეთ. უმჯობესია, თამაში შეცვალოთ. ეს შესაძლებელია. თუ სოციალურ ნორმას შეცვლით, ადამიანების შეხედულებები და რწმენაც შეიცვლება. ნურასოდეს ეცდებით თქვენი სხეული უფრო ლამაზი იყოს, ემოციები აკონტროლოთ და ვინმეს შეფასებით, სწორი დამოკიდებულებები გამოავლინოთ.

იმაზე, რომ ქალისა და მამაკაცის კარიერულ ზრდას შორის რომ მართლაც დიდი კონტრასტია, კრეატიული სტუდია Sagmeister & Walsh-ის დიზაინერი და კრეატიული დირექტორი ჯესიკა უოლშიც საუბრობს. ამბობს, რომ ამას ძალიან ბევრი სერიოზული მიზეზები აქვს.

ჯესიკა უოლში: თუ თვლით, რომ დაწინაურებისთვის მზად ხართ და ამ თქვენს მოთხოვნას არაკმაყოფილებენ, ჩემი აზრით, უბრალოდ სხვა სამსახური უნდა ეძებოთ.

„თუ თვლით, რომ დაწინაურებისთვის მზად ხართ და ამ თქვენს მოთხოვნას არაკმაყოფილებენ, ჩემი აზრით, უბრალოდ სხვა სამსახური უნდა ეძებოთ. თუ პროფესიონალი ხართ და კარგად მუშაობთ, დამკვეთები, თუნდაც, „ბიჰანსის“ საშუალებით გიპოვიან და დაგიკავშირდებიან. მარტოც შეიძლება მუშაობა და კარიერის გაკეთება. ეს ყველას შეუძლია. თავის დროზე, მეც ასე მოვიქეცი. ორი სხვადასხვა სააგენტოდან იმიტომ წამოვედი, რომ ზრდის პერსპეექტივას ვეღარ ვხედავდი. ვფიქრობდი, რომ ვიმსახურებდი წინსვლას და რახან ჩემი ეს სურვილი არ გაითვალისწინეს, უბრალოდ სააგენტოდან წამოვედი. თუმცა, ასე ცალსახად რთულია, ვინმეს უთხრა, სამსახური მიატოვოს. ყველა ადამიანის უკან მისი ოჯახია, ზოგს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა, ჩემთვის ასეთი რამ მიუღებელია“.

დღის გამონათქვამები Ad Black Sea 2018-დან! – (დღე II)

როგორი იყო Ad Black Sea 2018-ის მეორე დღე!