in

ყველანი ბორტზე! ვემზადებით Ad Black Sea 2018-ისთვის!

ყოველი სექტემბრის მიწურულს, სრულიად საქართველოს და რეგიონის შემოქმედებითი ინდუსტრია ზღვისპირა ქალაქს მიაშურებს, რომ ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea იზეიმოს. უკვე მეოთხე წელია, ბათუმში ერთმანეთს ხვდება 500-ზე მეტი დელეგატი, 20-ზე მეტი ქვეყნიდან, რომ დინამიკურ რეჟიმში, შეიგრძნოს სარეკლამო ინდუსტრია, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ერთმანეთს შეუნაცვლოს ათობით სემინარი, გასართობი ღონისძიებები და ფესტივალის კულმინაცია – საუკეთესო კრეატიული ნამუშევრების დაჯილდოება. ესაა კრეატივის სამდღიანი დღესასწაული, რომელსაც ემსახურება როგორც სარეკლამო სფეროს, ისე კრეატიული ინდუსტრიისა და საქართველოს ტურიზმის განვითარებას.

BOG
BOG

ფესტივალის ფორმატი

Ad Black Sea-ს კონცეფცია 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება: შემეცნებითი, გასართობი და საკონკურსო. კომუნიკაცია მიმდინარეობს როგორც offline, ისე online რეჟიმში. ღონისძიებაში მონაწილეობა საინტერესოა ყველასთვის ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია შემოქმედებით ინდუსტრიასთან, მოღვაწეობს პიარის და მარკეტინგის ინდუსტრიაში ან საკუთარი სტარტაპი აქვს.

კაპიტანი კაუჭა და აყლაყუდა ჯონ სილვერი

ფესტივალს, ყოველწლიურად, განსხვავებული ფორმატი აქვს, მაგალითად, გასულ წელს, რეგისტრაციისთანავე, მონაწილეები ორ “ბანაკად” დაიყვნენ: მეზღვაურები და მეკობრეები. ფესტივალის მსვლელობის განმავლობაში, სახალისო აქტივობებში მონაწილეობით, თითოეულმა მხარემ დააგროვა ქულები, ხოლო დასასრულს, გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

წლევანდელი Ad Black Sea 20-22 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის თემაა Dive in, რითაც წყალქვეშა სამყაროს ბინადრებს ვუახლოვდებით. დელეგატებს მიეცემათ საშუალება “ჩაყვინთონ” გართობაში, ცოდნაში, კრეატიულობასა და ვორკშოპებში.

სწავლა (3X). სემინარები.

თუ სემინარები თქვენთვის მოსაწყენ ლექციებთან ასოცირდება, იმედი უნდა გაგიცრუოთ, ეს ხომ შემოქმედებითი ინდუსტრიაა – აქ ყველაფერი სხვანაირადაა! ესაა ინტერაქციული შეხვედრები, სადაც მოწვეული სპიკერები – პროფესიონალები საერთაშორისო საკომუნიკაციო სააგენტოებიდან, Google-დან, Snickers-დან და ა.შ. – საუბრობენ კრეატიულ კამპანიებზე, რომლებზეც ჩვენ გვიფიქრია – “ამას რა უნდა, მეც გავაკეთებდი”, მათ კი განუხორციელებიათ; ატარებენ ვორკშოპებს, გვიზიარებენ შედეგებს, გამოცდილებას, ყვებიან წარმატებებსა და წარუმატებლობებზე.

გართობა. ნეთვორქინგი. ისევ ნეთვორქინგი. ისევ გართობა…

სალექციო დარბაზიდან ლაუნჯში ან კლუბში ვინაცვლებთ. ეს ფესტივალის ის ნაწილია, როდესაც შეგიძლია არაფორმალურ გარემოში გაიცნო ახალი ადამიანები, გაერთო და იგიჟო მათთან ერთად, ვისაც მხოლოდ სამუშაო გარემოში შეხვედრიხარ, შეიძინო ახალი კონტაქტები (ან ვინ იცის, პარტნიორები), გაეცნო უცხოელ სპიკერებს, კოლეგებს, გაუზიარო იდეები, სურვილები და მოსაზრებები. წელს ღონისძიებას Networking Zone ემატება, რომელსაც მარკეტერი უმასპინძლებს და დღის განმავლობაში საინტერესო სტუმრებთან ერთად საინტერესო თემებზე ისაუბრებს. 

დაჯილდოება

ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოები და ნამუშევრები 10 კატეგორიაში. თავის მხრივ, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG) წლის სააგენტოსა და დიზაინ სტუდიას გამოავლენს.

ჟიური

ნამუშევრებს აფასებს პროფესიონალი ჟიური, როგორც ქართული, ისე სხვადასხვა ქვეყნის სააგენტოებიდან. თითოეულ კატეგორიას ჰყავს ჟიურის პრეზიდენტი.

ყველამ, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ფესტივალზე, იცის, რომ Ad Black Sea – ესაა მომენტი, როცა შეგიძლია ჩაყვინთო ქართულ (და უცხოურ) სარეკლამო ინდუსტრიაში, გახდე მისი ნაწილი. ესაა ფესტივალი, რომელიც ქართული ტურიზმისა და მომსახურების სფეროსთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კრეატიული ინდუსტრიისთვის.

ახლოვდება დრო, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილი ასობით “მეზღვაური” და “მეკობრე” შეესევა ბათუმის სანაპიროს. Ad Black Sea-ის სეზონი უკვე დაწყებულია,

ამიტომ,

ყველანი ბორტზე! ვემზადებით ჩასაყვინთად! http://adblacksea.com 

[fbvideo link=”https://web.facebook.com/AdBlackSea/videos/2064415090475416/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

„ელექსირი“ – წყალი ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში იწარმოება

როდესაც სახლი აღარ გაქვს! როგორ მოხვდნენ ჯუნგლების ბინადრები დაბინძურებულ ქალაქში