10
Jun
2019

Ad Black Sea 2019-ის ბრენდინგი ქართულ სააგენტოებში შეგროვებული ჩანახატებით შეიქმნა

10 Jun 2019

19-21 სექტემბერს, ბათუმი, ტრადიციულად, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ს უმასპინძლებს, თუმცა განსხვავებული კონცეფციითა და შესაბამისად, განსხვავებული ბრენდინგით.

BRING IT OUT შეირჩა – AD BLACK SEA 2019-ის ფესტივალის კონცეფციად, ანუ იდეების, ნიჭის, ენერგიის გარეთ გამოტანა. ჩანახატები კი, ამ პროცესის ჩვენების ყველაზე ავთენტური ფორმა აღმოჩნდა.

როდესაც სხვადასხვა იდეაზე ფიქრობ, ხშირად ჩანახატებს აკეთებ. თითქოს, რაც ქვეცნობიერში ხდება, ვიზუალურად ისახება ქაღალდზე. ხატვის პროცესში აფიქსირებ, რომ თითოეული ილუსტრაცია რაღაცას გაგონებს და შეიძლება იდეამდე მისასვლელი ყველაზე სწორი გზა არის, – მარი სუხიშვილი, სააგენტო WINDFOR’S-ის უფროსი არტ დირექტორი.


წლევანდელი ბრენდინგი განსხვავებული იმითაც არის, რომ ფესტივალის ორგანიზატორები საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციაში (ACAG-ში) გაერთიანებულ თითქმის ყველა სააგენტოში მივიდნენ და 1000-მდე ჩანახატი შეაგროვეს. ამიტომაც, 
შეიძლება ითქვას, რომ წელს, ბრენდინგის თანაავტორი თითქმის ყველა სარეკლამო სააგენტოა.

სექტემბერში, ჩანახატების ავტორები თავიანთ ‘დუდლებს’ ბათუმის ქუჩებში, სოციალურ ქსელებში და ფესტივალის სტუმრების მაისურებზეც აღმოაჩენენ.
წლევანდელი ფესტივალის ვიზუალებში,  შემდეგი სააგენტოების/არტისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი:

Windfor’s

Redberry

JWT Metro

Leavingstone

Holy Motors

ABK

BetterFly DDB

Elliot

BRID

Saatchi&Saatchi Tbilisi

Holmes&Watson

Gepra

Kollektiv

Mr.Wolf

Socialsharks

Watergunz

Ogilvy

McCann

რუსლან ბერიძე

მერი გიორგობიანი

და ნიკა გუჯეჯიანი

განხილვა