6
Apr
2019

“AD Black Sea 2019”-ის თარიღები ცნობილია!

6 Apr 2019

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი “AD Black Sea” 19-21 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიება წელსაც, ტრადიციულად, ბათუმში ტარდება.

“AD Black Sea”, ბათუმში, 2015 წლიდან იმართება. ფესტივალში, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობენ. ყოვეწლიურად, 10 სხვადასხვა კატეგორიაში, ჟიური გამარჯვებულ ნამუშევრებს ავლენს. საკონკურსო ნაწილის გარდა, ფესტივალი, საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს აერთიანებს.

მალე, ასევე, ცნობილი გახდება ინფორმაცია კონკურსანტების რეგისტრაციის, ფესტივალის ჟიურისა და სპიკერების შესახებ.

განხილვა