in

დაიწყო! დაიწყო! Ad Black Sea 2019 ოფიციალურად გაიხსნა!

სარეკლამო ფესტივალი, რომელსაც შავიზღვისპირეთის კრეატიული ინდუსტრია მოუთმენლად ველით, დაიწყო!

ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2019 უკვე მეხუთე წელია თავს უყრის სხვადასხვა ქვეყნის ასობით დელეგატს. სასტუმრო Sheraton-ში შეკრებილ 800 დელეგატს 17 ქვეყნიდან, ფესტივალის დირექტორი, ვატო ქავთარაძე მიესალმა და რეკლამის სამდღიანი დღესასწაული ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა.

Ad Black Sea აერთიანებს საგანმანათლებლო, ნეთვორქინგ და საკონკურსო ნაწილს. წლევანდელი ფესტივალი რეკორდულია ყველა მაჩვენებლით – დელეგატების რაოდენობით, საერთაშორისო დონის სპიკერებითა და კონკურსში მონაწილე ქეისებით. წლევანდელ Ad Black Sea-ს კონკურსზე 700 განაცხადი შემოვიდა.

11 კატეგორიის ნამუშევრებს ჟიურის 4 გუნდი შეაფასებს და გამარჯვებულებს 21 სექტემბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენს. დაჯილდოებაზე გამოვლინდებიან ქართული სარეკლამო სააგენტოების ასოციაციის ACAG გამარჯვებულებიც – წლის კრეატიული სააგენტო და წლის დიზაინ სტუდია. მანამდე კი, სამი დღის განმავლობაში, დელეგატებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიზიარონ პროფესიონალი სპიკერების გამოცდილება, გაიცნონ ინდუსტრიის უფრო მეტი წარმომადგენელი და დატკბნენ რეკლამის ქართული დღესასწაულით.

„ავერსი“, მომხმარებელს, კოსმეტიკურ და საბავშვო აქსესუარების საერთაშორისო ბრენდებს სთავაზობს

რას სთავაზობს თოდუას კლინიკა ონკოლოგიურ პაციენტებს