in

სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea მომდევნო წლამდე გადაიდო

2020 უნდა ყოფილიყო მეექვსე წელიწადი, როდესაც საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ზე მთელი ქართული კრეატიული ინდუსტრია, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ კრეატორებთან ერთად მოიყრიდა თავს და ყველა ერთად ვიზეიმებდით რეკლამის სამდღიან დღესასწაულს. სამწუხაროდ, გვიწევს გაუწყოთ – ფესტივალი, რომელიც სექტემბრიდან სექტემბრამდე ახალი ენერგიით, ცოდნითა და მეგობრებით გვამარაგებს ხოლმე, წელს, არ ჩატარდება და ფესტივალის გულშემატკივრები ერთმანეთს, ბათუმში, 2021 წელს შევხვდებით.

თამარ ცინცაძე, Ad Black Sea-ის აღმასრულებელი მენეჯერი: “მიჩვეულები ვართ, რომ სექტემბერს ძალიან სასიხარულო სიახლეებით ვიწყებთ ხოლმე და ჩვენთვისაც უჩვეულოა, რომ ეხლა ამ განცხადების გაკეთება გვიწევს. თუმცა 2020-ში ალბათ აღარაფერია გასაკვირი, მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ ყველა) კონკურსის გაუქმების გადაწყვეტილება შედარებით სწრაფად მივიღეთ, თუმცა ვიტოვებდით იმედს, რომ ფესტივალის შეცვლილი ფორმატით ჩატარებას მაინც შევძლებდით და ხავერდოვან სეზონზე, ბათუმის კრეატივის დედაქალაქად გადაქცევის ტრადიციას არ დავარღვევდით. თუმცა ტრადიციებზე თუ ვილაპარაკებთ, ჩვენთვის მთავარი ტრადიცია – ყოველი ფესტივალის წინა წელზე უკეთ ჩატარებაა. ეს კი ამ პირობებში შეუძლებელი იქნებოდა. ფესტივალის გაციფრულება განიხილებოდა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, არავის გვიწევდა გული ამგვარი გადაწყვეტისკენ, რადგან ყველამ ვიცით, რომ ედ ბლექ სის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, სწორედ ფიზიკურ სივრცეს და ურთიერთობებს უკავშირდება. ამიტომ, ძალიან რთულად, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება წლევანდელი ფესტივალის სრულად გაუქმების. ვიტოვებ იმედს, რომ მომავალ წელს მსგავსი გარემოებები აღარ იარსებებს და ზუსტად ამ დროს (ან უფრო ადრე) გამოვაქვეყნებთ სპიკერების შთამბეჭდავ ლაინაფს. 2021-ის პროგრამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.”

ისინი არ ნებდებიან! – Nike-ის კამპანიზე Miami Ad School-ის სტუდენტებმა იმუშავეს

აჭარა ჯგუფს ახალი დირექტორთა საბჭო ჰყავს