in

რა ცვლილებებია Ad Black Sea 2020-ზე?

პანდემიასთან დაკავშირებული ცვლილებები Ad Black Sea 2020-საც შეეხო. საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის წლევანდელ კონცეფციაში სიახლეა. ორგანიზატორების განცხადებით, იმ უკუკავშირზე დაყრდნობით, რაც მარკეტერებისა და სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან მიიღეს, ფესტივალი წელს ჩატარდება, თუმცა ახალი ფორმატის მიხედვით. წელს, ფესტივალზე არ იქნება საკონკურსო ნაწილი. თუმცა, მონაწილეები შეძლებენ წლევანდელი და მომდევნო წლის ნამუშევრები 2021 წელს ერთად წარადგინონ კონკურსზე.

რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას, კრეატიული ინდუსტრიისთვის ერთად შეკრება, სასემინარო და ნეთვორქინგული ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, საორგანიზაციო გუნდი, ამ დროისთვის, აქტიურად მუშაობს საფესტივალო პროგრამაზე. ფესტივალის ჩატარების სავარაუდო თარიღებად, 17-19 სექტემბერი სახელდება.

Lions Live დასრულდა! – ფესტივალის შეფასება

თიბისიმ უზბეკეთში საბანკო ოპერაციების განხორციელება დაიწყო