კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea ძველებური ბრწყინვალებით ბრუნდება! პანდემიური ორი წლის შემდეგ, სრულიად საქართველოს (და არამხოლოდ!) სარეკლამო ინდუსტრია კვლავაც შევიკრიბებით ბათუმის სანაპიროებზე და ორი დღის განმავლობაში ვიზეიმებთ შემოქმედებით დღესასწაულს. ყოველწლიურად, კრეატორები ფესტივალისთვის გამორჩეულ ვიზუალურ ბრენდინგს ქმნიან, რაც ფესტივალის განწყობას დიდი ხნით გვინარჩუნებს. წლევანდელი ფესტივალის მთავარი გზავნილია “We Are Thinking” და ის ერთი ძირითადი ვიზუალის გარშემოა კონცენტრირებული. Ad Black Sea 2022-ის ვიზუალურ ბრენდინგზე კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი, ნინო გორდელაძე გვესაუბრა:
„ყოველ წელს, Ad Black Sea კრეატიულ სფეროში განვითარებულ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ეხმიანება. შესაბამისად, ჩვენს დარგში მოღვაწე ადამიანებისთვის აქტუალურ ინსაითებზე დაყრდნობით, იცვლება ფესტივალის კონცეფციაც და ვიზუალური სტილიც – წინა წლებში, ფესტივალის დელეგატებს ხან საკუთარი „პროფესიის სიღრმეებში ჩაყვინთვისკენ“ მოვუწოდებდით (Dive in); ხან კიდევ ვახსენებდით, რომ წარმატებული პროექტები მარტივი იდეებითა და ჩანახატებით იწყება (Bring it out).
Ad Black Sea 2022-ზე კონცეფციაზე მუშაობისას გავიაზრეთ, რომ თუ აქტუალურობის შენარჩუნება გვინდა, ჩვენს აუდიტორიასთან მაქსიმალურად გულწრფელები ვიყოთ და გადავწყვიტეთ, რომ არც ორწლიანი „თავგადასავლისთვის“ აგვევლო გვერდი და არც მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისთვის.
წელს, ფესტივალის ვიზუალური სტილი ერთი, ძირითადი ილუსტრაციის ირგვლივაა გაერთიანებული. ილუსტრაციის ცენტრალური ობიექტი გემია, ე.წ. კრეატივის ფლაგმანი – სამაშველო ნავი, რომელზეც არტ–დირექტორები, ქოფირაითერები, სტრატეგები, მარკეტერები, მხატვრები, დიზაინერები და სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანები მუშაობენ, ქმნიან, ფიქრობენ და ასე უმკლავდებიან ყოველდღიურ გამოწვევებსა და ტურბულენტობას.
Credits:
Agency: Windfor’s
Client: Ad Black Sea – International Festival of Creativity
Creative Chairman: Vato Kavtaradze
Executive Creative Directors: Nino Gordeladze, Beqa Meparishvili
Creative Group Head: Mari Sukhishvili
Senior Art Director: Teona Shelia
Copywriter: Sophie Ivanishvili
Author of Visual Concept and Illustration: Dato Msakhuradze
Client Service Head: Ana Dondua
Senior Account Manager: Mariam Gogodze