in

რა სიახლეა Ad Black Sea 2022-ის კონკურსზე?

ორწლიანი შესვენება მეტისმეტად დიდი დროა შემოქმედებითი ინდუსტრიის ისეთი ფესტივალისთვის, როგორიცაა Ad Black Sea. წელს, კვლავაც ვიზეიმებთ კრეატივს და სრულიად საქართველოს (და არამხოლოდ) სარეკლამო სფეროს პროფესიონალები თუ მოყვარულები ბათუმში მოვიყრით თავს.

წელს, ფესტივალის უცვლელი ნაწილითაც შეგიძლიათ დატკბეთ და სიახლესაც გაეცნოთ. სანამ რეგისტრაცია გახსნილად გამოცხადდება, საკონკურსო ნაწილის ცვლილებებზე მოგახსენებთ. 11 საკონკურსო ნაწილი სხვადასხვა კატეგორიად იყოფა, ესენია:

A – ADVERTISING CAMPAIGNS
B – BRANDED CONTENT & VISUAL STORYTELLING
C – DESIGN & BRANDING
D – DIGITAL & MOBILE
E – DIGITAL & MOBILE CRAFT (NEW)
F – FILM
G – FILM CRAFT
H – MEDIA
I – OUT OF HOME
J – PRINT & PUBLISHING
K – CREATIVE EFFECTIVENESS

11-დან 10-ს ჟიურის სამი გუნდი შეაფასებს, ხოლო Creative Effectiveness-ს ჟიურის განცალკევებული გუნდი ეყოლება.

რაც შეეხება სიახლეებს, კონკურსებში დამატებებს შეამჩნევთ, როგორიცაა Health & Wellbeing და Creative Use of Budget-ის დამატება ADVERTISING CAMPAIGNS-სა და FILM-ში, ასევე, PRINT & PUBLISHING-ს დაემატა Book Design / Cover და Magazines/Newspapers.

წელს, Ad Black Sea-ს სრულიად ახალი კონკურსი – DIGITAL & MOBILE CRAFT, კატეგორიებით UX & Journey Design, Use of Talent & Influencers, Use of XR და სხვა.

ამას გარდა, საინტერესო სიახლეებია კომპანიებსა და სააგენტოებისთვის, ძირითადად, DESIGN & BRANDING-ში, სადაც ახალ კატეგორიებს შეამჩნევთ, როგორებიცაა Workplace, Public Places/Responsible Spaces და Creative Transformation.

„უსაფრთხოების დღეები“ თეგეტა მოტორსში

„თეთრი კვადრატი” გაყიდვების სივრცის ახალ კონცეფციას გვთავაზობს