in

და აი, ისიც! Ad Black Sea 2022 დაიწყო!

16 სექტემბერია და ყველაფერი გენიალურადაა, რადგან მონატრებული „შავი ზღვის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი, Ad Black Sea დაბრუნდა! ორწლიანი, პანდემიური პაუზის შემდეგ ფესტივალის კარი ისევ და ისევ ბათუმში, სასტუმრო შერატონში გაიღო. 

გახსნის ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვით ფესტივალის დირექტორი, ვატო ქავთარაძე გამოვიდა. მან ფესტივალი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ის და ყველა ადამიანი, ვინც ამ ღონისძიების ორგანიზებაშია ჩართული, მთელი ორი წელი ელოდნენ ამ დღეს, რადგან პანდემიამ ხელი შეუშალათ ფესტივალის გამართვაში და არც ონლაინ სურდათ ღონისძიების ჩატარება, რათა არ დაკარგულიყო ის ემოცია და კავშირი, რომელიც ამ ფიზიკურ შეხვედრებს ახასიათებს.

მან ასევე ისაუბრა წლევანდელი ფესტივალის მონაწილეთა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ წელს Ad Black Sea ასობით დელეგატს მასპინძლობს.

შავი ზღვის დიდი სარეკლამო ფესტივალი ორი დღე, 16-17 სექტემბერს გაგრძელდება და ის მოიცავს სემინარებს, ვორკშოპებს, სხვადასხვა მოწვეულ სპიკერთა გამოსვლებს და, რაც მთავარია, კულმინაციას – დაჯილდოების ცერემონიალს, სადაც გამარჯვებულებს სარეკლამო ინდუსტრიის 11 სხვადასხვა  კატეგორიაში, 17 სექტემბერს გამოავლენენ.

მაშ ასე, Ad Black Sea დაწყებულია და ისღა დაგვრჩენია, თვალი მივადევნოთ მას. ფესტივალის მიმდინარეობიდან საუკეთესო და საინტერესო მომენტების გასაგებად დარჩით ხაზზე.

რა გავლენას იქონიებს ფინტექ სფეროს განვითარებაზე თიბისისა და ფინტექ ასოციაციის მემორანდუმი?

Zoom საკუთარი ელ.ფოსტის სერვისის გამოშვებას გეგმავს — Zmail