in ,

21 ჯილდო! ქართული სააგენტოების შედეგები Ad Black Sea 2022-ზე

დიდი სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea 2022 დასრულდა და ჩვენ უკვე ვიცით, ვინ გახდნენ ფესტივალის პარალელურად მიმდინარე კონკურსის გამარჯვებულები. სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა ექსპერტებმა ქართველ ჟიურის წევრებთან ერთად გამარჯვებულები დაასახელეს 11 კატეგორიაში.

ქართულმა სააგენტოებმა ჯამში 21 ჯილდო მიიღეს (კონკურსის საუკეთესო ნამუშევარი, ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო). ფესტივალის გრან პრი JWT Metro-მ მოიპოვა, საუკეთესო ადგილობრივ სააგენტოდ Windfor’s დასახელდა, საუკეთესო Network-ის ტიტული – JWT Metro-მ მოიპოვა. ფესტივალზე გამოავლინეს საუკეთესო ადგილობრივი დამკვეთიც – ჯილდოს მფლობელი საქართველოს ბანკი გახდა. ამას გარდა, შორთლისთში ქართული ნამუშევრები 15 ქვეკატეგორიაში მოხვდნენ.

სანამ უშუალოდ გამარჯვებულთა სიას წარმოგიდგენთ, გეტყვით, რომ სულ კონკურსზე 451 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი 7 ქვეყნიდან.

ახლა კი გავეცნოთ ქართული სააგენტოების შედეგებს:

Best of contest:

Windfor’s – Independence Is Ours, PR Campaigns;

TEAM GEORGIA – JWT Metro – Cinematography.

ოქრო:

Women From The Bazaar – Holy Motors – Integrated Advertising Campaigns;

Independence Is Ours – Windfor’s – User Participation;

Terms and Conditions – JWT Metro – Direct;

ვერცხლი:

Women From The Bazaar – Holy Motors – PR Campaigns;

Russia For Sale – Leavingstone  – Social Advertising and Charity;
Independence Is Ours – Windfor’s  – Promotional Websites;

TEAM GEORGIA – JWT Metro – Corporate Social Responsibility (CSR) / Corporate Image;

Since 1805 With Love – Redberry  – Animation;
Since 1805 With Love – Redberry – Production Design / Art Direction;

Women From The Bazaar – Holy Motors – Magazines / Newspapers.

ბრინჯაო:

Russia For Sale – Leavingstone  – PR Campaigns;
Russia For Sale – Leavingstone  – Social Advertising and Charity;

I am Georgia – Windfor’s – Corporate & Brand Identity;

Happy Father’s Day – Windfor’s – Posters;

Proud TV Rainbow – Holy Motors – Tactical;

Holy Motors – Holy Motors  – Self Promotion;

Inner Child – JWT Metro (Georgia) – Use of Music;

SUPERHEROES – JWT Metro (Georgia) – Production Design / Art Direction;

Georgia by Post – Redberry (Georgia) – Craft: Art Direction;

Maxx Power – World Records – Mozaika (Georgia) – Creative Effectiveness

კონკურსში ასევე გამოვლინდა საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-ის რჩეულები ორ კატეგორიაში: წლის დიზაინ სტუდია და წლის კრეატიული სააგენტო. აქედან პირველის გამარჯვებული გახდა Windfor’s, ხოლო მეორესი JWT Metro.

ვინ გახდა ACAG-ის რჩეული დიზაინ სტუდიის კატეგორიაში?

ბარმენების მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ბორის კიკაძე კურორტ “საირმის” ბარმენეჯერი გახდა