როგორც უკვე იცით, ამ წუთებში ბათუმში ნამდვილი სარეკლამო დღესასწაული, Ad Black Sea მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული სარეკლამო სააგენტოები გამოვლინდებიან. ალბათ გაინტერესებთ, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც მათ გამოავლენენ…ჟიურის ვინაობა ჩვენთვის ცნობილია და ამ ამბავს თქვენც სიხარულით გაგიზიარებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ჟიური ინდუსტრიის გამორჩეული პერსონებითაა დაკომპლექტებული როგორც საქართველოდან, ისე გერმანიიდან, პოლონეთიდან, შვეიცარიიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან.
კატეგორია ADVERTISING
Gabriel Mattar – Innocean Berlin-ის კრეატიული მიმართულების ხელმძღვანელი გერმანიიდან;
Pablo Salinas – აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი Burns-ში, ესპანეთიდან;
Anastasia Lee – DBLA-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი პროდიუსერი უზბეკეთიდან;
MICHAŁ SĘK – 180heartbeats + Jung von Matt-ის კრეატიული დირექტორი და პარტნიორი პოლონეთიდან;
Mari Sukhishvili – Windfor’s-ის კრეატიული გუნდის ხელმძღვანელი საქართველოდან;
Martin Winther – დამოუკიდებელი კრეატორი შვეიცარიიდან;
Ashot Novakimyan – Zuck Independent Agency-ს თანადამფუძნებელი და კრეატიული ხელმძღვანელი სომხეთიდან.
კატეგორია Design & Print
Sophia Antidze – Google-ისა და HCL-ის გრაფიკული დიზაინერი საქართველოდან;
Jacopo Saleri – ლექტორი და ბრენდ დიზაინერი იტალიიდან;
Agga Jónsdóttir – კრეატიული დირექტორი Pipar-სა და TBWA-ში, ისლანდიიდან;
Aleksandrina Stefanova – All channels communication group-ის კრეატიული დირექტორი ბულგარეთიდან;
Davor Bruketa – Bruketa&Žinić&Grey-ის თანადამფუძნებელი და დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, ხორვატიიდან;
Ken Hall – Here be dragons-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული ხელმძღვანელი, აშშ-დან;
Oleksandra Doroguntsova – კრეატიული დირექტორი სააგენტოში Banda, უკრაინიდან;
Temur Sadi – MA’NO-ს დიზაინ დირექტორი უზბეკეთიდან.
კატეგორია Digital & Interactive
Aidis Dalikas – Httpool-ის გლობალური ხელმძღვანელი ლიეტუვიდან;
Maksim Iliukhyn – პროდუქტ დეველოპმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სააგენტოში Federov, უკრაინიდან;
Tio Zarnadze – Hans & Gruber-ის ციფრული მიმართულების დირექტორი, საქართველოდან;
Angel Iskrev – Proofs-ის კრეატიული დირექტორი ბულგარეთიდან;
Jorg Riommi – Publicis groupe CEE-ის კრეატიული ოფიცერი ბულგარეთიდან;
Orkhan Kerimov – Chief happiness officer Endorphin-ში, აზერბაიჯანიდან;
Özgür Özyurt – სააგენტო Brandly Consulting-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი თურქეთიდან.
კატეგორია Impact
Tamar Badashvili – Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, საქართველოდან;
Beki Panstkava – Brand ლიდერი თიბისიში;
Gonzaga Ayllon – Bums-ის დამფუძნებელი ესპანეთიდან;
Eric Dunn – Here be dragons-ის თანადამფუძნებელი აშშ-დან;
Andrii Mischenko – დამოუკიდებელი კრეატორი უკრაინიდან;
Tinatin Stambolishvili – Bisc Partners-ის დამფუძნებელი საქართველოდან;
Natia Gogia – Saatchi & Saatchi-ს სტრატეგიული ტრანსფორმაციის ხელმძღვანელი საქართველოდან.