in

Ad Black Sea 2023-ის ჟიურის 4 გუნდის შემადგენლობა ცნობილია!

საქართველო კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea-ის ახალი სეზონისთვის ემზადება! 14-16 სექტემბერს, სრულიად საქართველოს (და არამხოლოდ!) სარეკლამო ინდუსტრია ისევ შევიკრიბებით ბათუმის სანაპიროებზე და სამი დღის განმავლობაში, შემოქმედებით დღესასწაულს ვიზეიმებთ. ფესტივალს, ყოველწლიურად 700-ზე მეტი დელეგატი ესწრება. Ad Black Sea აერთიანებს პროფესიონალი სპიკერების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოპებს, გასართობ და საკონკურსო ნაწილს. საკონკურსო ნამუშევრებს ჟიურის ხუთი გუნდი გაუძღვება. უკვე ცნობილია ჟიურის წევრთა შემადგენლობა, რომელიც Engagement, Classic, Design&Print და Impact კატეგორიებს შეაფასებს.

ჟიურის წევრებს უხელმძღვანელებს ისტვან ბრაჩოკი – White Rabbit Reklámügynökség-დამფუძნებელი პარტნიორი და კრატოული დირექტორი, ასევე The Network 🇭🇺-ს დამფუძნებელი პარტნიორი. 2006 წელს, ისტვანმა, პარტნიორებთან ერთად, დააფუძნა დამოუკიდებელი სარეკლამო სააგენტო White Rabbit Budapest. მისმა შემოქმედებითმა ნამუშევრებმა ჯილდოები მოიპოვა ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა: D&AD, Cannes Lions, One Show, ANDY Awards, Clio, LIA, ADC, The Immortal Awards, Eurobest, Webby Awards, ADC Europe, ADC Germany, Shark Awards, New York Festivals, Cresta, Epica, AME Awards, Communication Arts, One Screen, AdAge, AdStars, Golden Drum, White Square, KIAF, Chip Shop და 10-ზე მეტი ჯილდო Effies-ზე. ის არის D&AD, The One Club, Art Directors Club Global, Art Directors Club of Europe და The International Academy of Digital Arts and Sciences-ის წევრი, ასევე, D&AD New Blood Academy მენტორი, LIA მწვრთნელი და MadStars Global Academy-ის ინსტრუქტორი.

Design&Print-ის კატეგორიას სელმა რუტ ტორსტეინსდოტირი გაუძღვება. ის Pipar/TBWA-ს პარტნიორი და კრეატივ დირექტორია. მას აქვს 20-წლიანი გამოცდილება სარეკლამო სფეროში. ის იყო ისეთი ფესტივალების ჟიურის შემადგენლობაში, როგორებიცაა Effie Awards, ADCE Awards, ICAD Awards, The Gerety Awards და Creativepool Awards. მისმა ნამუშევრებმა დიდი აღიარება მოიპოვა საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის, ჯილდოები ფესტივალებზე: Clio, Cresta, Creativepool, Cannes Lions, Gerety Awards, Care Awards, Act, Phoenix Awards და რამდენიმე ჯილდო ისლანდიის რეკლამისა და დიზაინის ფესტივალებიდან. ასევე, სელმა რუტი აქტიურია სარეკლამო სფეროში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით.

Classic კატეგორიას რიკარდო ვოლფი უხელმძღვანელებს. ის არის Innocean Berlin-ის კრეატივ დირექტორი 2018 წლიდან. უმუშავია ისეთ კლიენტებთან, როგორებიცაა: Volkswagen, Kia, Ikea და Anne Frank House. რიკარდომ მოიგო არაერთი გრან პრი სხვადასხვა ფესტივალზე, მათ შორის, გერმანიის პირველი Titanium Lion.

Impact კატეგორიის სათავეში მარკ პოლარდია. ის უძღვება სტრატეგიის სატრენინგო კომპანია Sweathead-ს, რომელიც 18,000 სტრატეგს აერთიანებს. კომპანიის პოდკასტს 1.4 მლნ მოსმენა აქვს. ის კონსულტაციას უწევდა და ამზადებდა კომპანიებს, როგორიცაა The Wall Street Journal, Twitter, Complex Media, EA Games, The Economist და სააგენტოებს მთელ მსოფლიოში.

„ეს ყველაფერი არ არის”…ალდაგში ზაფხულის კამპანია დაიწყო

დიზაინი, პროგრამირება და IT ტექნოლოგიები – IT აკადემია STEP-ში საშემოდგომო მიღება დაიწყო!