in

Ad Black Sea 2023: რაზე ისაუბრებენ MRKTRG-ის პანელის სტუმრები?

შავი ზღვის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი, Ad Black Sea ის ადგილია, სადაც კრეატიული სფეროს წარმომადგენლების ინოვაციური, შემოქმედებითი „ფიქრები ერთმანეთში ირევა“. აქ გამართული სემინარები, ვორქშოპები, სხვადასხვა მოწვეული სპიკერის გამოსვლები კი მთელი წლის მარაგად გაჰყვებათ ხოლმე ადამიანებს, როგორც ახლებური აზროვნების, ისე ახალი იდეების განსახორციელებლად.

თანაც წლევანდელ კონცეფციას “TELL ME SOMETHING I DON’T KNOW” თუ გავიხსენებთ, ფესტივალზე ნამდვილად აქამდე „აღმოუჩენელის აღმოჩენას“ და განსხვავებული პრიზმით დანახულ კრეატიულ ინდუსტრიას უნდა ველოდეთ… ამ ყველაფერში კი, ტრადიციულად, მარკეტერიც იღებს მონაწილეობს, თავისი ყოველდღიური, მრავალფეროვანი პანელით.

14 სექტემბერს მარკეტერის Network ზონა შემდეგ პანელურ დისკუსიებს უმასპინძლებს:

  1. From Pitch to Pitch: Navigating the Playbooks of Soccer and Branding (მომხსენებელი: შოთი არველაძე; მოდერატორი: აკო ახალაია) — შოთი ფეხბურთთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებებს და ისტორიებს გაგვიზიარებს; ასევე, ისაუბრებს ბრენდინგის მნიშვნელობაზე ფეხბურთში და ა. შ.
  2. Mind Matters: Hashtags and Happiness — სოციალური მედიის ეპოქაში როგორ მივაღწიოთ კრეატიულ ბრწყინვალებას მენტალური ჯანმრთელობის მსხვერპლად შეწირვის გარეშე (მომხსენებლები: ეკა ყიფიანი, გიორგი ქვლივიძე; მოდერატორი: ნატალია ფირცხალავა) — ეკა და გიორგი სოციალურ ქსელებში სასურველი შედეგების მიღების ეფექტურ და მარტივ გზებს გაგვიზიარებენ, რათა ზედმეტი „დარდის“ გარეშე მივაღწიოთ წარმატებას.

15 სექტემბერს მარკეტერის Network ზონა შემდეგ პანელურ დისკუსიებს უმასპინძლებს:

  1. ბითსების, რითმებისა და ცხოვრების 50 წელი: ჰიპ-ჰოპის გლობალური კულტურული გავლენის დეკოდირება. Deka, Jeronimo & Mush One — Street Poetry Records (მოდერატორი: ჯაბა შავიშვილი) — ძირითადად, საუბარი ჰიპ-ჰოპის 50 წლის იუბილეს და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების თუ მუსიკოსების განხილვას შეეხება.
  2. ლიდერობა ცვლილებების გზით: CMO-ს განვითარებადი როლი ციფრულ ეპოქაში (მომხსენებელი: მაკუნა თავბერიძე, თიბისის CMO; მოდერატორი: აკო ახალაია) — მაკუნა გაგვიზიარებს, რამდენად დიდი დატვირთვა აქვს მარკეტინგის სფეროს დღევანდელ რეალობაში და როგორ შეგვიძლია მისი ეფექტურად გამოყენება სასურველი შედეგების მისაღებად.

მთლიანობაში, მარკეტერის სივრცისთვის შერჩეული თემები ერთმანეთისგან განსხვავებულ, მრავალფეროვან საკითხებს ფარავს. შემოქმედებითი ინდუსტრიაც ხომ ასეა — სხვადასხვა სფეროდან, მიმდინარეობიდან თუ ცხოვრების ასპექტიდან აღებული მცირე დეტალების ერთობლიობა, მათი შეკავშირება და რაღაც სრულიად ახლის შექმნა. ამ ერთობლიობაში კი თითოეული ნიუანსი ძალიან მნიშვნელოვანია.

17 სექტემბერს იშვიათი კომეტის დანახვას შევძლებთ!

ბისტრო „ფურინუა“ – მეგრული სამზარეულოს ფრენის სიმაღლეზე