in

დაიწყო! – Ad Black Sea 2024 ოფიციალურად გაიხსნა!

შავი ზღვის სანაპიროზე რეკლამის სამდღიანი დღესასწაული დაიწყო – Ad Black Sea 2024 ოფიციალურად გაიხსნა! ესაა კრეატიული ფესტივალი, რომელსაც კრეატიული ინდუსტრია ყოველწლიურად მოუთმენლად ელის. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც მომდევნო ერთი წლის სამყოფი შთაგონებისთვის გვჭირდება – საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფებსა და გასართობ აქტივობებს. ღონისძიება Sheraton Batumi-ს, Rooms Batumi-სა და „მონოჰოლის“ სივრცეებში ჩატარდება. Ad Black Sea-ის უცვლელი ნაწილია Marketer.ge-ის პანელი.

12-14 სექტემბრის სარეკლამო თავგადასავლის კულმინაცია იქნება საკონკურსო ნაწილი, სადაც საუკეთესო ნამუშევრები 14 ნომინაციაში გამოვლინდება. ასევე, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG დაასახელებს წლის კრეატიულ სააგენტოსა და წლის დიზაინ სტუდიას.

ყოველწლიურად, ფესტივალი არჩევს ახალ თემას, რომლის გარშემოც არის ფოკუსირებული სპიკერების გამოსვლები და  გასართობი აქტივობები. ფესტივალის მთავარ ვიზუალზე მოგიზგიზე ცეცხლოვანი გული, იმ გულანთებულობაზე, თავდადებასა და „მიძღვნაზე“ მიგვანიშნებს, რაც ასეთი აუცილებელია შემოქმედებითი პროცესისა და თავად კრეატორებისთვის. წლევანდელი Ad Black Sea-ის მთავარი სიტყვაა – Devoted (DEVOTED TO CRAFT, TO IDEAS, TO CREATIVITY) და მისი სტილი დიზაინერ სტეფან ზაგმაისტერის შემოქმედებითაა შთაგონებული.

Ad Black Sea 2024-ის პროგრამის სანახავად, მიჰყევით ბმულს.

„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა

გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა