in

რა სიახლეები გელით Ad Black Sea 2025-ის სარეკლამო ფესტივალზე

ბათუმი Ad Black Sea-ის მასპინძლობისთვის ემზადება. ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი, 11-13 სექტემბერს გაიმართება და საკომუნიკაციო ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს. ტრადიციულად, ფესტივალის მედია პარტნიორია Marketer.ge. უკვე წლებია, რაც Ad Black Sea რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყოველწლიური თავშეყრის ადგილად იქცა – სადაც დარგის წარმომადგენლები პროფესიულ გამოცდილებას და ცოდნას უზიარებენ ერთმანეთს. გლობალური სარეკლამო ინდუსტრიის საერთაშორისო ლიდერების გამოსვლებზე, პანელურ დისკუსიებზე, ვორქშოპებსა და დაჯილდოების ცერემონიაზე ორგანიზატორები 1400-მდე ქართველ და უცხოელ დელეგატს ელიან.

FireWorks in Creative Resistance

ტრადიციულად, ფესტივალს ახალი ბრენდინგი აქვს. წლევანდელი მთავარი გზავნილი კი ასე ჟღერს “FireWorks in Creative Resistance”. ფესტივალის წლევანდელი კონცეფცია ფეიერვერკს შემოქმედებითი პროცესის სიმბოლოდ იყენებს. კრეატიულობას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს – გადაწვა, უსამართლობა, მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, პოლიტიკური, სოციალური პროცესები და სხვა. მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის ნაპერწკალი, რაც შემოქმედებითობას აღვივებს. სწორედ ამ იდეის გარშემო ბრუნავს წლევანდელი ღონისძიება.

ბრენდინგის ნაწილია შემოქმედებითი წინააღმდეგობის კონცეფციაც, Ad Black Sea-ს გუნდმა პირველად მაისში, თბილისში ჩატარებულ დიზაინის ფესტივალისთვის შექმნა “In Creative Resistance” და ამ თემის ირგვლივ პოსტერების კონკურსიც დაანონსა, რომლის ფარგლებშიც შექმნილი ნამუშევრები, მსოფლიოში გრაფიკული დიზაინის თანამედროვე ლეგენდამ, პოლა შერმა (Paula Scher) შეაფასა. მათი ნახვა სექტემბერში Ad Black Sea-ს სტუმრებს – ბათუმში, ხოლო ფართო აუდიტორიას ფესტივალის ვებგვერდზე შეეძლება.

რა სიახლე გელით Ad Black Sea-ის წლევანდელ კონკურსზე

ფესტივალის უცვლელი ნაწილია კონკურსიც. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 13 ნომინაციაში (ბრენდინგი, მდგრადობა, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია და სხვა) შეეჯიბრებიან. მათ ნამუშევრებს 20 ქვეყნიდან მოწვეული, 28 ჟიურის წევრი შეაფასებს. უკვე მესამე წელია თიბისისთან ერთად კონკურსს აქვს მე-14, Young Creative-ის კატეგორიაც.

„წელს, გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, რაც Ad Black Sea-ს კრეატიული ინდუსტრიის გლობალურ რუკაზე კიდევ უფრო მკვეთრად მონიშნავს: დაარსების დღიდან, ფესტივალი ADC*E (Art Directors Club Europe)-ის ოფიციალური ლოკალური პარტნიორია, რაც Ad Black Sea-ს კონკურსში გამარჯვებულებს გზას უხსნის ADC*E-ს კონკურსში მოსახვედრად. წელს, ADC*E-ს მფლობელი კომპანიისგან, ამერიკული The One Club For Creativity-სგან შევიძინეთ საკონკურსო პლატფორმა. ეს ნიშნავს, რომ ბათუმში, შემდეგ კი ADC*E-ს საკონკურსო პროგრამაში გამარჯვებულ სააგენტოებს, კლიენტებსა თუ ინდივიდებს ეძლევათ შანსი, მოხვდნენ The One Club-ის გლობალურ რეიტინგში – რაც ჩვენს სფეროში უდიდეს მიღწევად ითვლება,“ – ამბობს სოფო კეჩხოშვილი, Ad Black Sea-ის საკონკურსო პროგრამის დირექტორი.

პარტნიორები

ფესტივალს მხარს უჭერენ ისეთი ბრენდები, ვისთვისაც კრეატიული ინდუსტრიის განვითარება მნიშვნელოვანია. ფესტივალის გუნდთან ერთად, თითოეული მათგანი უამრავ საინტერესო გამოცდილებას უმზადებს ბათუმში ჩამოსულ სტუმრებს.

ფესტივალის პარტნიორები არიან: TBC, MINI Georgia, Bakuriani, Karva, D Block, Nikora, Metable, Extra, UN Women, PSP x Mizon, Smartsoft, Setanta Sports, ROOMS Hotels, Industria, Georgian Sun, Windfor’s Workshops, Windfor’s, Tbilisi School of Communications, Biletebi.ge, Monkey Shoulder, Tene, Scrollex, Lumen, Stich, Mzetopshop, GGS Ads, Matarebeli Comics, Blue Ocean, GAMEZ Art Studio.

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე www.adblacksea.com.

ელიტის პირველი AI ვიდეო – 29-წლიანი ისტორია ერთ სიუჟეტში

საუკეთესო მობილბანკი ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდოები მიიღო