in

Ad Black Sea 2026-ის გამარჯვებულები და შედეგები

12 სექტემბერს ბათუმში კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის – Ad Black Sea 2026-ის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მე-10 საიუბილეო ფესტივალმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართველი და საერთაშორისო კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები – სააგენტოების ხელმძღვანელები, კრეატიული დირექტორები, მარკეტერები, დიზაინერები, კონტენტ-კრეატორები და ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალები.

კონკურსის მონაწილეები ერთმანეთს 13 ძირითად კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ, მათ შორის: ბრენდინგის, დიზაინის, ციფრული კომუნიკაციისა და ფილმის მიმართულებებით. ნამუშევრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეულმა 30-ზე მეტმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.

AD Black Sea 2026-ის გრან–პრის მფლობელები სააგენტოები Playmakers და Windfor’s Tbilisi გახდნენ.

ფესტივალზე კიდევ ერთი სპეციალური ჯილდო, Creative Effort in Gender Equality, Legacy Experience Agency-ის პროექტს „Marionela 18+“ გადაეცა. კამპანია, რომელიც არასრულწლოვანთა ქორწინების პრობლემას ეხება, წლევანდელ Ad Black Sea-ზე რამდენიმე კატეგორიაში მოხვდა გამარჯვებულებს შორის.

Ad Black Sea 2026-ის ოქროს მფლობელები არიან:

  • Advertising Campaigns: „Humanity Chain“ | Progression CA, ყაზახეთი
  • Brand Experience & Activation: „The light must stay on“ | Windfor’s Tbilisi, საქართველო; „Small Business Chain“ | Supermarket, საქართველო
  • Creative Effectiveness: „Prescription: The Truth“ | Playmakers, საქართველო
  • Creative Strategy: „Prescription: The Truth“ | Playmakers, საქართველო
  • Design & Branding: „The light must stay on“ | Windfor’s Tbilisi, საქართველო; „Marionela 18+“ | Legacy Experience Agency, საქართველო
  • Film: „Dreaming Past the Junkyard“ | Betterfly, საქართველო
  • Film Craft: „Dreaming Past the Junkyard“ | Betterfly, საქართველო; „What does it take to win?“ | Advan Production, საქართველო; „Sukhishvili: 80 Years of Triumph“ | JoyBoy, საქართველო
  • Media: „The light must stay on“ | Windfor’s Tbilisi, საქართველო; „Marionela 18+“ | Legacy Experience Agency, საქართველო
  • Out of Home: „Humanity Chain“ | Progression CA, ყაზახეთი; „The light must stay on“ | Windfor’s Tbilisi, საქართველო
  • Young Creative | Powered by TBC Anastasia Bezhitadze for Flags of Victory | Holy Motors, საქართველო

უკვე მეორე წელია, რაც გამარჯვებული პროექტები The One Club Global Creative Rankings-ში აისახება, რაც რეგიონში შექმნილ ნამუშევრებს საერთაშორისო პროფესიულ რუკაზე დამატებით ხილვადობას ანიჭებს.

AD Black Sea-ის მე-10 საიუბილეო გამოცემის მთავარი გზავნილი იყო ON THE EDGE – Festival of Creative Resistance. კონცეფცია კრეატივს წარმოაჩენდა, როგორც ზღვარზე ყოფნისა და პროფესიული წინააღმდეგობის ძალას, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ინდუსტრია სწრაფ ტექნოლოგიურ და კულტურულ გარდაქმნებს გადის.

ფესტივალის მთავარ სცენაზე გლობალური კრეატიული ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენლები წარდგნენ, მათ შორის: დევიდ დროგა, Accenture-ის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე და Droga5-ის დამფუძნებელი; სინდი გელოპი, MakeLoveNotPorn-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; ნატაშა ჯენი, Pentagram New York-ის პარტნიორი; მიჰნეა გეორგიუ, Le Pub-ის გლობალური მთავარი კრეატიული დირექტორი; კატალინ დობრე, McCann Worldgroup Romania-ს მთავარი კრეატიული დირექტორი და თანააღმასრულებელი დირექტორი; და ვიზუალური არტისტი და კრეატიული ტექნოლოგი იოჰანა იასკოვსკა.

მათი გამოსვლები შეეხებოდა კრეატიულ ლიდერობას, დიზაინს, ტექნოლოგიას, კულტურასა და თანამედროვე საკომუნიკაციო ინდუსტრიის ტრანსფორმაციას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ განსხვავებული საერთაშორისო ხედვები, გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება და დაემყარებინათ ახალი კავშირები რეგიონისა და მსოფლიოს კრეატიულ საზოგადოებასთან.

წელს ფესტივალზე უკვე მეორედ გაიმართა Creator Stage – დამოუკიდებელი სივრცე კონტენტ-კრეატორებისა და ინფლუენსერებისთვის, სადაც მონაწილეებმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება, პრაქტიკული ცოდნა და ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებების ხედვა გაუზიარეს.

მე-10 საიუბილეო წელიწადი Ad Black Sea-ის ათწლიანი განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფესტივალმა 40-ზე მეტი ქვეყნიდან 290 ჟიურის წევრს, 40-მდე ქვეყნიდან 283 სპიკერს, 4,872 საკონკურსო განაცხადსა და 7,135 დელეგატს უმასპინძლა და რეგიონის კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პროფესიულ პლატფორმად ჩამოყალიბდა.

შედეგების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ბასი, რომელიც კი არ ისმის, იგრძნობა: Sioni Hi-Fi „თბილისის ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე”

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 10 წლის გახდა