რა გითხრათ, რით გაგახაროთ კი არა, ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს, მეგობრებო! ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea, პანდემიის ორი წლის შემდეგ, ჩვენს ყოველწლიურობას უბრუნდება და წელს, სრულიად შემოქმედებით ინდუსტრიას ბათუმში კვლავაც გვიმასპინძლებს! ასე რომ, 16-17 სექტემბერს არაფერი დაგეგმოთ, შემოქმედებითი დღესასწაულის გარდა.
სარეკლამო ინდუსტრიის დღესასწაული 2015 წლიდან, შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ბათუმში, თავს უყრის 600-ზე მეტ დელეგატს, 15-ზე მეტი ქვეყნიდან. ესაა სემინარებით, პანელური დისკუსიებით, გართობითა და ნეთვორქინგით დატვირთული დღეები, რომლის კულმინაციაც ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც წლის საუკეთესო ნამუშევრებს აჯილდოებს.