in

პრინტ კონკურსი Ad Black Sea 2017-ზე აკრედიტაციის მოსაპოვებლად!

Ad Black Sea 2017-ის საორგანიზაციო კომიტეტმა, „საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციასთან” ერთად, დააანონსა პრინტ კონკურსი, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეობის მსურველებმა უნდა შექმნან ბათუმის ტურისტული პოსტერი. გამარჯვებული მიიღებს ორ სრულ დასწრებას/აკრედიტაციას ქართულ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ს პროგრამაზე.

[for English version scroll down]
აღწერა: 
ბათუმი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ლოკაცია შავი ზღვის სანაპიროზე. აქ გვერდიგვერდაა განლაგებული ძველი და ახალი არქიტექტურის ნიმუშები, ისტორიული პორტი, ბოტანიკური ბაღი, ზღვის სანაპირო ბულვარი, ევროპული პარკები და ქუჩები, მაღალი კლასის სასტუმროებით, კაზინოებით, რესტორნებითა და კაფე-ბარებით, რაც თანამედროვე სააქართველოს სახეს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 2012 წელს, American Academy of Hospitality Sciences-მა ბათუმი წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილად დაასახელა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, ევროპელმა არქიტექტორებმა ბათუმში არაერთი უნიკალური არქიტექტურული დიზაინი  შექმნეს. თანამედროვე ბათუმი არის საქართველოს კულტურული ცენტრი, რომელიც მასპინძლობს არაერთ საერთაშორისო ფესტივალს, ცნობილი მუსიკოსებისა და ხელოვანების მონაწილეობით.

კლიენტი: საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, წარმოადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაწილს და დამოუკიდებლად ახორციელებს აქტივობებს. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიზანს საქართველოში ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და მისი შესრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს, ასევე, მდგრადი ტურიზმის განვითარების, საექსპორტო შემოსავლის ზრდის ხელშეწყობა და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა. გარდა ამისა, საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა და ამის პარალელურად, შიდა ტურიზმის განვითარება.

პრინტ კონკურსის საგანი: შემუშავდეს და შეიქმნას კრეატიული პოსტერი და სლოგანი, რომელიც წარმოაჩენს ბათუმს, როგორც საუკეთესო ადგილს გართობისთვის. ავტორი უნდა ფოკუსირდეს ერთ თემაზე, საკუთარი ნამუშევრით კი ეხმიანებოდეს ბრენდის კონცეფციასა და მიზნებს;

ძირითადი გზავნილი: მოახდინეთ ფოკუსირება ბრენდის გაძლიერებაზე და გადაეცით გზავნილი – ბათუმი – გართობის ქალაქი  (Batumi – The City of Entertainment);

პოსტერის განწყობა – გამამხნევებელი, პოზიტიური, სახალისო;

სამიზნე აუდიტორია – ევროპა;

განთავსება პოსტერები გამოყენებული იქნება ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ, ბათუმის ტურისტული მიმზიდველობის ევროპაში წარმოსაჩენად, ძირითადად, ტრადიციულ OOH ფორმატში;

სავალდებული ჩანართები  – საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციისა და Ad Black Sea-ს ლოგოები;

მიწოდებამონაწილეებმა ერთი პრინტ ნამუშევარი, PDF ფორმატში (ბილბორდისათვის 3mx6m ზომებში), უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: [email protected];

დედლაინი 10 სექტემბერი, 2017 წელი, თბილისის დროთ UTC+04:00;

გამარჯვებულის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 15 სექტემბერს, Ad Black Sea-ს facebook გვერდსა და ვებგვერდზე;

პრიზი – ორი სრული დასწრება/აკრედიტაცია Ad Black Sea 2017-ზე;

მონაწილეობის უფლება – მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 18 წლიდან, მარტო ან კოლაბორატორთან ერთად.

 

გთავაზობთ ბრიფის ინგლისურ ვარიანტს:

Background
Batumi is one of the most distinguished tourist destinations on the Black Sea. Batumi’s juxtaposition of ancient and modern architecture, its historical port, serene botanical garden, Seaside Boulevard, European squares, and streets — not to mention its world-class hotels, casinos, restaurants, cafes, and bars — make up the face of modern Georgia.

It is important to note that in 2012 American Academy of Hospitality Sciences nominated Batumi as the best tourist destination of the year.
In the second half of the 20th century, European architects flocked to Batumi and designed numerous unique architectural designs.

In addition, modern Batumi is a cultural center in Georgia hosting numerous international festivals with the participation of famous musicians and artists.

The Client
LEPL – Georgian National Tourism Administration is a Legal entity of Public law, a part of the system of the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia, independently conducting activity by state control.

Goals and objectives of the Georgian National Tourism Administration (GNTA) are formation and implementation of the Georgian tourism development state policy, promotion of the sustainable tourism development, promotion of a high export income growth and job creation in the country on the basis of the tourism development, attraction of the foreign tourists to Georgia and development of the domestic tourism as well, promotion of human resources development in the field of tourism destinations, infrastructure and tourism.

Objective
Design a creative poster and a slogan that represents Batumi as a city of Entertainment. The author should focus on one theme and be able to communicate it through the concept of strengthening the brand.
Create the poster, to inspire and encourage people to visit Batumi.

Key message
Focus on strengthening the brand and convey the message Batumi – The City of Entertainment

Tone of Voice
Encouraging · Positive · Fun

Target Audience
Europe

Placement
These posters will be used by GNTA to promote Batumi in Europe, primarily on traditional OOH formats.

Mandatory Inclusions
Georgian National Tourism Administration logo and Ad Black Sea logo

Deliverables 
One kickass print ad saved as PDF for a billboard of 3mx6m sent to: [email protected]

Deadline

Midnight of September 10, 2017 (Tbilisi time: UTC+04:00)

Winner will be announced on September 15, 2017 on Ad Black Sea Facebook page and website

Prize

Two Full Pass Accreditations to Ad Black Sea 2017

Eligibility

Anyone above 18 years old may participate alone or with a collaborator

დასაქმებისას რა უფრო მნიშვნელოვანია, კანდიდატის პროფესიონალიზმი თუ კულტურა?

ქართველი გოგონა, რომელიც Facebook-ის გუნდის წევრი გახდა!