in

როგორ აფასებენ AD Black Sea 2015 -ს სარეკლამო სფეროს  წარმომადგენლები?! 

შავი ზღვის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AD Black Sea  2015 24-27 სექტემბერს ბათუმმა უმასპინძლა.  20 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა რეკლამის სპეციალისტებმა მონაწილეებს საკუთარი  ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. ფესტივალი საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციისა და უკრაინის სარეკლამო კოალიციის ერთიანი ძალისხმევით ჩატარდა.

მარკეტერი ქართული სარეკლამო სფეროს წარმომადგენელბს ესაუბრა და მათგან მოისმინა თუ რა მოეწონათ და არ მოეწონათ:

AD Black Sea 2015 – ის  დირექტორი და Windfor’s ის დამფუძნებელი ვატო ქავთარაძე მთლიანობაში, დადებითად აფასებს. მაგრამ,  მიაჩნია, რომ იყო ხარვეზებიც:

ვატო ქავთარაძე„ ფესტივალმა, საერთო ჯამში, კარგად  ჩაიარა. სემინარებისა და გასართობი პროგრამის თანმიმდევრობა და დინამიკა ჰარმონიულად იყო შერწყმული.  თუმცა, გვქონდა ხარვეზებიც. პირველ რიგში ის, რომ დახურვის ცერემონია რეპეტიციის გარეშე გაიმართა. შესაბამისად, სცენაზე  ცოტა გაურკვევლობა იყო. ამას გარდა,  საორგანიზაციო საკითხებისა და სპიკერების საკითხების შერჩევის კუთხით იყო გარკვეული  ნიუანსები. ფესტივალი აუცილებლად იქნება ყოველწლიური და სულ უფრო მასშტაბური, წარმომადგენლობითი და მრავალფეროვანი გახდება.  ღონისძიებას რეკლამის  სფეროში საკმაოდ ძლიერი ქვეყნების თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი მონაწილეობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ყველა შეთანხმდა, რომ ფესტივალისთვის შერჩეული ლოკაცია სტრატეგიულად სწორი ადგილია.  საბოლოოდ, მათაც დადებითად შეაფასეს და თქვეს, რომ  მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილებას.  თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 3-4 წლის შემდეგ , AD Black Sea   მთავარი რეგიონალური ფესტივალი იქნება“.

Saatchi & Saatchi Tbilisi-ის აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან გიგინეიშვილი ამბობს, რომ ფესტივალი „ნეთვორქინგის“ კარგი საშუალება იყო.

რუსო გიგინეიშვილი„მომეწონა რამდენიმე სპიკერის გამოსვლა, ჩვენი გუნდისთვის იყო კარგი ინსპირაცია და, იმედია, ეს ჩვენს  ნამუშევრებზეც აისახება. ორგანიზაციული თვალსაზრისით იყო გარკვეული ხარვეზები. პროგრამა ცოტა გაწელილი მეჩვენა. ბოლო დღეს პირადად მე ვერ დავესწარი ღონისძიებას, მეორე დღეს სამუშაო დღე იყო და წამოსვლა მომიწია. ერთი დღით ადრე, რომ დასრულებულიყო,  ალბათ, უკეთესი იქნებოდა. რეალურად, ბოლო დღეს, მხოლოდ დაჯილდოებას დაეთმო.  ფესტივალი ჩვენი ქსელისთვის წარმატებული იყო, თბილისის ოფისის გარდა გამარჯვებულებს შორის Saatchi & Saatchi Bulgaria და Saatchi & Saatchi Ukraine მოხვდნენ.  კარგია, რომ ფესტივალი შედგა, მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს შეუწყობს ინდუსტრის განვითარებას“.

სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონის“ კრეატიული დირექტორი ლევან ლეფსვერიძე კი თვლის, რომ ფესტივალზე გაზიარებული გამოცდილება ახალი თაობისათვის სასარგებლო იქნება.

levan lepsveridze“ეს იყო პირველი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი საქრთველოსთვის, რაც უკვე დიდი ნაბიჯია ჩვენი ინდუსტრიისთვის. ჩატარდა მასტერკლასები.  შავიზღვისპირეთის ქვეყნებიდან ნამუშევრები საკმაოდ ძლიერ სააგენტოებს ჰქონდათ წარმოდგენილი,  რაც უფრო აზარტულსა და ღირებულს ხდიდა კონკურს. ქართული სააგენტოებისთვის ეს უნიკალური და საინტერესო გამოცდელება იყო. იმედი მაქვს,  AD Black Sea  რამდენიმე წელიწადში ევროპის მაშტაბით ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და „წონიანი“ ფესტივალი გახდება ” .

 

 

ნახეთ ფესტივალის გამარჯვებულები!

ქუჩის აკადემია Vol. 2: აკაკი რაზმაძე – ქართული შრიფტი დღეს

“World of Tanks”-ის პიკანტური რეკლამა