20 ოქტომბერს, AD CAFE-ში, ვისკი GRANT’S-ის მაგიდის ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა. AD CAFE არის არაფორმალური შეკრების ადგილი სარეკლამო თუ მარკეტინგული ინდუსტრიების წარმომადგენლებისთვის. შესაბამისად, ჩემპიონატში ქართული სარეკლამო სააგენტოების გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. გამოვლინდა სამი გამარჯვებული:
I ადგილი JWT Metro
II ადგილი – Saachi & Saachi Tbilisi
III ადგილი Betterfly
რაც შეეხება პრიზებს. პირველ ადგილზე გასული გუნდი SONY Playstation 4-ით დასაჩუქრდა, II ადგილოსნებმა Vinyl Player Crosley მიიღეს, ხოლო III ადგილზე გასულებმა ერთი ყუთი ვისკი Grant’s.














