22
Feb
2019

რა ღირს რეკლამა “ოსკარის” დაჯილდოებაზე?

22 Feb 2019

კვირას, 24 თებერვალს, “ოსკარის” დაჯილდოების 91-ე ცერემონია გაიმართება. ფესტივალზე ერთი ოცდაათწამიანი სარეკლამო სლოტი დამკვეთებს, საშუალოდ, $2.6 მლნ დაუჯდებათ, წერს MediaPost, ტელეარხის ABC მონაცემებზე დაყრდნობით. “ოსკარზე” რეკლამა ნაყიდი აქვთ კომპანიებს Google, Samsung, Ferrero და McDonald’s. ასევე, აჩვენებენ შემდეგი კომპანიების რეკლამებსაც: Cadillac, Google, Rolex, Samsung, Ferrero, IBM, McDonald’s, Paramount, Walt Disney Studios და სხვა.

 

კომპანიის Kantar Media კვლევის მიხედვით, 2018 წლის “ოსკარის” ყველაზე მსხვილი სარეკლამო დამკვეთები იყვნენ Samsung, General Motors და Walmart. თითოეულმა მათგანმა, დაახლოებით, 17 მლნ დოლარი დახარჯა რეკლამაში. შედარებით ნაკლები დახარჯეს Yahoo-მ და Google-მა – $10,5 და $8,4 მილიონი. იმ დროისთვის, ოცდაათწამიანი რეკლამის განთავსების საშუალო ღირებულება იყო $2.1 მლნ. საერთო ჯამში, რეკლამაზე გასულ წელს ბრენდებმა, დაახლოებით, $150 მლნ დახარჯეს. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, სატელევიზიო აუდიტორია 19%-ით შემცირდა და მას 26.5 მლნ ადამიანმა უყურა, როცა 2017 წელს “ოსკარის” დაჯილდოებას თვალს 32.9 მლნ ადამიანი ადევნებდა.

განხილვა