in

PixelArt-ის ციფრული რეკლამა, რომლის მართვა დამატებითი თანამშრომლის დაქირავების გარეშეა შესაძლებელი

PixelArt  ქართული კომპანიია, რომელიც ციფრული რეკლამის მიმართულებით მუშაობს და მომხმარებელს უზრუნველყოფს როგორც ტექნიკური, ისე ციფრული მომსახურებით. როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა აგვიხსნეს, ციფრული რეკლამა პროფესიონალურ ეკრანზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვნად ეკონომიურია და გამოსაყენებლადაც მარტივი, თანაც, არ მოითხოვს დამატებითი თანამშრომლის დაქირავებას მის სამართავად. ჩვენს კითხვებს ოთარ ფორჩხიძემ უპასუხა.

BOG
BOG

M: ქალაქში უამრავი სტატიკური ბილბორდია, ლაით ბოქსიც და პოსტერებიც. რას ნიშნავს პროფესიონალური ეკრანი?

განსხვავებით პოსტერების, ლაით ბოქსებისა და ბილბორდებისგან,  პროფესიონალური ეკრანი არის ციფრული მედია საშუალება, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, დამატებითი დანახარჯების გარეშე (ტექნიკური პერსონალი, ნაბეჭდი მედიის შეცვლა), ნებისმიერ დროს მარტივად განათვსოთ სხვადასვა მედია ფორმატის კონტენტი (ვიდეო, ფოტო, სენსორული (Touch) აპლიკაციები, ვებ გვერდები, სოციალური ქსელის გვერდები). პროფესიონალური ეკრანებით შეგიძლიათ შექმნათ ერთიანი, ცენტრალურად მართვადი ქსელი, რომელიც  მნიშვნელოვნად გაზრდის კომუნიკაციის ეფექტურობასა და მოქნილობას აუდიტორიასთან, ასევე შეგიძლიათ ერთი კონტენტი გაუშვათ ყველა ეკრანზე ერთდროულად ან ცალკეულად სხვადასხვა ეკრანზე.

M: ციფრულ ეკრანზე რეკლამაც ბევრგან გვინახავს. რა განსხვავება/უპირატესობა აქვს PixelArt-ს ამ თვალსაზრისით?

PixelArt-ის გუნდი შედგება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სამუშაო გამოცდილების მქონე მაღალი კვალიფიკაციის პროგრამისტებისგან, ჩვენი გუნდი გთავაზობთ ციფრული ეკრანების მომსახურების სრულ სპექტრს, დაწყებული საჭირო ტექნიკური მოწყობილობებისა (ეკრანი, პლეერი, სამაგრი) და სოფტის მოწოდებით, დამთავრებული არსებული ინფრასტრუქტურის მართვით. Pixelart-ის გუნდმა ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად შექმნეს ეკრანების სამართავი პროგრამა (Pixelart CMS), რომელიც სთავაზობს მომხმარებელს კონკრეტულ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ პროგრამულ გადაწყვეტებს. სოფტის დახვეწილი და გამარტივებული ინტერფეისიდან გამომდინარე, მისი მართვა ხდება კლიენტის ოფისიდან, ზედმეტი ძალისხმევისა და კადრების დამატების გარეშე, რისთვისაც საკმარისია მარტივი ტრენინგი.

M: რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი მომსახურებით სარგებლობა, სტატიკური ტიპის რეკლამასთან შედარებით?

პროფესიონალური ეკრანების ქსელი გამოიყენება როგორც სარეკლამო სივრცის შესაქმნელად, ასევე საკუთარი კომპანიის გარეკლამებისთვის. სარეკლამო სივრცის შექმნის შემთხვევაში, ის  შეგიძლიათ გააქირაოთ და გამოიყენოთ როგორც შემოსავლის ალტერნატიული წყარო, რაც გრძელვადიან პირობებში არათუ აანაზღაურებს თვითღირებულებას, არამედ საკმაოდ სოლიდურ შემოსავალსაც დატოვებს.

საკუთარი კომპანიის გარეკლამების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პირველადი ხარჯი შედარებით დიდია, ვიდრე სტატიკური პლაკატებისა და ბანერების, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ დანახარჯებს, რაც სჭირდება ნაბეჭდ მასალას პერიოდულად, აშკარად ჩანს პროფესიონალური ეკრანების უპირატესობა.

M: ვის მოიაზრებთ თქვენს სამიზნე სეგმენტად?

არ არსებობს კონკრეტული სეგმენტი, რომელზეც უფრო მეტად ვართ ორიენტირებული. ყველგან, სადაც შესაძლებელია იყოს სარეკლამო ბანერი, ბილბორდი თუ ლაით ბოქსი, შესაძლებელია ჩავანაცვლოთ პროფესიონალური ეკრანით, რომელიც გაცილებით მაღალ დონეზე ასრულებს სამუშაოს.

M: ვინაა თქვენი კონკურენტი და როგორ აპირებთ PixelArt-ის კონკურენტუნარიანობის გაზრდას?

კომპანია, რომელიც სრულად იღებს პასუხისმგებლობას ტექნიკის დამონტაჟებას და ჩართვას სამართავ პროგრამაში, რომელიც ქმნის ერთიან ჩამოყალიბებულ პროფესიონალური ეკრანების ქსელს ქართულ ბაზარზე, არ შეგვხვედრია. საქართველოში ეკრანების ქსელი თუ კეთდება, ძირითადად თურქული ინტეგრატორი კომპანიები აკეთებენ და ჩვენი კონკურენტებიც ისინი არიან.

[R]

სტეფან ზაგმაისტერის TheBeautyProject და ქართველი ქოფირაითერის ფოტო დიზაინერის ინსტაგრამზე

ორმა ქართველმა სტუდენტმა კითხვაზე – „რა ვჭამო?“ – პასუხი იპოვა!