in

6-7 ივნისი! როგორ დავგეგმოთ რეკლამა ეფექტურად, მაშინ როცა ქვეყანაში კრიზისია?

სასწავლო ცენტრი Sapienti Sat გეპატიჟებათ OMD Optimum Media მოსკოვის ოფისის ჯგუფის მთავარი სტრატეგის ოლგა სარუხანოვას ტრენინგზე “კრიზისის პირობებში წარმატებული მედია სტრატეგიის შემუშავების ალგორითმი”.

ტრენინგის მიზანია ეკონომიკური კრიზისის დროს სტრატეგიული დაგეგმარების თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული ინსტრუმენტებთან გაცნობა და მათთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარების შეძენა.
ტრენინგის დროს მსმენელები გაეცნობიან დაგეგმარების იმ სისტემურ და მრავალნაცად მიდგომებს, რომლებიც კომპანიებს ეხმარება არა მარტო შეამცირონ კრიზისის გავლენა ბიზნესზე, არამედ გაზარდონ შესაბამისი ბაზრის წილი.

მონაწილეები დაფიქრდებიან შემდეგ ძირითად საკითხებზე: როგორ უნდა ხდებოდეს კრიზისის დროს დანახარჯების ოპტიმიზირება და მომხმარებელთან წარმატებული ურთიერთობა (ლოიალობის გაზრდა და კომპანიის ბრენდის უკეთესი აღქმა).

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://bit.ly/Sapienti_Sat

ტრენინგზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. დასწრების მსურველები დაგვიკავშირდით: [email protected], ტელ. 599 537940, მარიანა აკოფიანი.

ტრენინგი ჩატარდება Sapienti Sat-ის სასწავლო აუდიტორიაში შაბათს და კვირას, 6 და 7 ივნისს 10:00დან 18:00 საათამდე.

ტრენინგის საფასური: $195.

Helpius.ge – ჩვენთან ერთად მარტივია! ახალი სერვისი საქართველოში

Facebook-ის აიდენტიკის ისტორია