in

Ad Summit Tbilisi 2023 – გაიგე, რა გელის #1 ქართულ ციფრულ მარკეტინგულ ღონისძიებაზე

თბილისი #1 ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიებისთვის ემზადება. 19 ნოემბერს, Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ში Ad Summit Tbilisi 2023 ჩატარდება. ღონისძიების ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge. სამიტი ფოკუსირებული იქნება ციფრულ მარკეტინგსა და მასთან დაკავშირებულ ციფრულ მიმართულებებზე. მთელი დღის განმავლობაში, Ad Summit-ის 400-მდე ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება დაესწროს 15-მდე ქართველი სპიკერის გამოსვლას, რომლებიც ისაუბრებენ:

  • ციფრულ მარკეტინგზე
  • ელექტრონულ კომერციაზე
  • ხელოვნურ ინტელექტსა და მარკეტინგულ ავტომატიზაციებზე
  • ბრენდ დიზაინზე
  • კონტენტ მარკეტინგსა და
  • ინფლუენსერ მარკეტინგზე

ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება და ქმნის ქართველი მარკეტერებისა და ციფრული სფეროებით დაინტერესებული ადამიანების დამაკავშირებელ პირველ ციფრულ პლატფორმას.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს ბანკი წარადგენს ახალ პროდუქტს Ads მენეჯერის სახით და ჩაატარებს ვორქშოპს პლატფორმის გამოყენების მასტერკლასით, რომლისთვისაც სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ვიზიტორები წინასწარი რეგისტრაციით შეძლებენ ვორქშოპზე დასწრებას.

უნივერსიტეტი ალტერბრიჯი ჩაატარებს წამახალისებელ კონკურსს: „ყველაზე ჭკვიანი მარკეტერი“, ბარ აკადემია კი წარმოადგენს სპეციალურად ღონისძიებისთვის შექმნილ კოქტეილებს, ციფრული მარკეტინგის თემატიკით.

გამომსვლელებს შორის არიან Ad Summit-ის დამფუძნებლები და ორგანიზატორები: ელენე ბიბილეიშვილი, ალექსანდრე ჩომახიძე, გიგი კურტანიძე. გაგაცნობთ სპიკერთა სიას: გივი ჩხარტიშვილი, შოთა ჩინჩალაძე, გიორგი ქუცა რუხაძე, ვეკო თოხაძე, ირაკლი კიკორია, ირაკლი ქართველიშვილი, გიორგი ნაჭყებია, ირაკლი ლობჟანიძე, მარიამ ხარაზიშვილი, გიორგი ბერეჩიკიძე, ია დარახველიძე, გიორგი კორძახია.

კონფერენციის გენერალური სპონსორია: საქართველოს ბანკი, ასევე პარტნიორები არიან: m2, University Alterbridge, Noxtton, MEGOBARI, Wii Design Studio, Academy of Digital Industries, marketer.ge, Hapttic, Kettari Foundation, CASE, Bar Academy, PAYZE, VELI.Store, BRID, Artttify, Kraken.

Ad Summit Tbilisi 2023-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ციფრული მარკეტინგი და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს. დამატებითი დეტალების ნახვა და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: https://tkt.ge/event/380019/ad-summit-tbilisi-2023.

ერთი რამ, რაც ყოველ დილით უნდა გააკეთოთ

რა ხდება კრეატიული ფარდის მიღმა? – მარკეტერის პოდკასტი