ახალი წლის ღამე რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია და ამ საღამოს კარგად გასატარებლად, აუცილებელია წინასწარვე კარგად დაიგეგმოთ
მიუხედავად უამრავი სხვა ღონისძიებისა – 2024 წლის დადგომას, კონკრეტულ ღონისძიებაზე დასწრებას გირჩევთ, რომელიც დარწმუნებულები ვართ ქალაქში ყველაზე გამორჩეული იქნება
ჰიპ-ჰოპი საქართველოში აღმასვლის გზაზეა და მის ავანგარდში ქართველი შემსრულებლებიც არიან. 2023 წელს ეს კულტურა 50 წლის იუბულეს აღნიშნავს და რა გასაკვირია რომ შემდეგ წელსაც სწორედ ჰიპ-ჰოპ ვიბრაციით უნდა შეხვდეთ.
ლოკაცია: „ადამი და ევა“ – მარცხენა სანაპიროზე მდგარ ამ პავილიონის გარეშე ქართული კინო წარმოუდგენელი იქნებოდა. შენობა 1927-30 წლებში აშენდა და შენობა კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. ახალ წელს სახეცვლილი პავილიონი გამორჩეულ ღონისძიებას უმასპინძლებს.
ვის მოუსმენთ?!
პირველ რიგში Rejjie Snow – ყველასთვის ცნობილი ირლანდიელი ჰიპ-ჰოპ არტისტი საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევა – მისი პოპულარობა ლოკალურად მართლაც რომ პიკშია
Luna997 & Sabana – ამ გამორჩეულიდუეტის ცოცხლად შესრულების მოსმენის შესაძლებლობა არც თუ ისე ხშირად გვეძლევა, ამიტომაც არ გაუშვათ ეს განსაკუთრებული შანსი ხელიდან
Jeronimo & Mush One – „ხმაურის ოსტატები“ დასავლეთიდან, რომლებიც ნამდვილი Boom Bap-ის ხმოვანებას გააღვიძებენ თქვენში
Erekle Deisadze – მიუხედავად იმისა რომ მსმენელი შეიძლება სხვა ტიპის სიმღერებით იცნობს, ერეკლემ 2021 წელს ჰიპ-ჰოპიც სცადა და გამოვუვიდა. “ამ ენით ამენ” მისი ალბომია, რომლიდანაც კომპოზიციები ამ საღამოსაც აუცილებლად შესრულდება.
Hawa – ბოლო წლების ერთ-ერთი იმედის მომცემი ნიუ იორკელი ქალი რეპერია, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მალევე მიიპყრო, საქართველოში კი მის შესახებ Kayakata-სთან ცნობილი კოლაბორაციული ტრეკით გავიგეთ.
ზემოთ ჩამოთვლილი სახელები ახალი წლის ღამის საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას გპირდებათ – თქვენი მხრიდან კი ბილეთების დროულად შეძენაღა დარჩა.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე
პირველი კალათის ბილეთების შეძენისას, თიბისი კონცეპტის მასტერქარდ ბარათით გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 15% იანი ფასდაკლება.
პარტიორები: TBC Concept – თიბისი კონცეპტი Mastercard Biletebi.ge სმაგლერსი • Smugglers











