in

ახალი კვლევა – ადამიანები ხელოვნური ინტელექტის ნდობას ექსპლუატაციას უწევენ

ამან, შესაძლოა, ჭკვიან მოწყობილობებს პრობლემები შეუქმნას

ჩვენს ირგვლივ არსებული ტექნოლოგიების ვარიაციები გამუდმებით იზრდება და სულ უფრო მეტად გვიწევს მათთან აქტიური კავშირის დამყარება. საინტერესოა, როგორი ურთიერთობა ექნება ადამიანს მანქანებთან სამომავლოდ? როგორც ახალი კვლევა გვიჩვენებს, ის ადამიანებს შორის არსებული ურთიერთობისგან რამდენადმე განსხვავებული იქნება – კერძოდ, “კეთილგანწყობილ” ხელოვნურ ინტელექტთან (AI) კომპრომისზე წასვლას ნაკლებად მოვისურვებთ.

ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტისა და ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა ონლაინ გამოკვლევები ჩაატარა იმის დასადგენად, მოქმედებენ თუ არა ადამიანები ხელოვნურ ინტელექტთან ისე, როგორც ერთმანეთთან მიმართებით.

ხშირად არის შემთხვევები, როცა მანქანის მართვისას სხვებს ვუთმობთ გზას და ვბრაზდებით, თუ თავადაც იმავეს ვერ ვიღებთ. საინტერესოა, თვითმართვადი მანქანების შემთხვევაშიც ასეთი სიტუაცია იქნება? სწორედ ამ კუთხით სთხოვეს მონაწილეებს, მსგავსი სიტუაციის ინსცენირება მოეხდინათ.

ამ “თამაშში” მონაწილეებს დილემის ოთხი განსხვავებული ფორმა ჰქონდათ, რომელთაგან თითოეული მათგანი, რისკისა და კომპრომისის სხვადასხვა დონის გათვალისწინებით, პირადი ან ორმხრივი ინტერესების გატარებას გულისხმობდა.

როგორც შედეგებმა აჩვენა, ხალხი ელოდა, რომ AI აგენტები ისეთივე თანამშრომლობას გაუწევდნენ, როგორც ადამიანები. თუმცა თავად არ სურდათ საპასუხო კეთილგანწყობის დაბრუნება და კომპრომისზე წასვლა – გამოდის, “მანქანამ უნდა დამითმოს გზა, მე კი მას არ დავუთმობ”…

სოციალური დილემები

მკვლევართა ერთ-ერთი ექსპერიმენტი პატიმრის დილემა იყო. თამაშში, დანაშაულში ბრალდებულმა მოთამაშეებმა უნდა აირჩიონ ერთმანეთთან თანამშრომლობა ურთიერთსარგებლობისთვის ან ღალატი პირადი ინტერესების გამო. ამ შემთხვევაში მონაწილეები უფრო მეტად ღალატობდნენ AI-ს ნდობას და ამასთან, სჯეროდათ, რომ ალგორითმული პარტნიორები ისეთივე თანამშრომლები იქნებოდნენ, როგორც ადამიანები.

დასკვნების თანახმად, ჭკვიანი მანქანების სარგებელი, შესაძლოა, ადამიანების ექსპლუატაციით შეიზღუდოს. მაგალითად, თუ არავინ დაუთმობს თვითმართვად მანქანებს გზას, მათი გადაადგილება დიდი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდება.

Petcard-ის წყალგამძლე, უჟანგავი ბრელოკი QR კოდით – დაკარგული შინაური ცხოველების საპოვნელად

„მოეწყვე სპორტულად. ბურთიც შენია და მოედანიც!“ – თუმცა მოიცა! ევრო 2020-ის დაწყებამდე, ეთერშია „ალტას“ სეზონური ფასდაკლებები