in

კვლევა – ადამიანები ამერიკაში ბევრად ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით

ნაკვალები ნიუ-მექსიკოში 23 000-დან 21 000 წლამდე თარიღდება

პრეისტორიული ადამიანების მიერ დატოვებული ნაკვალევი, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მტკიცებულება იყოს იმისა, რომ ადამიანები ამერიკაში უფრო ადრე ჩავიდნენ, ვიდრე აქამდე ეგონათ.

გეოლოგმა მეთიუ ბენეტმა და მეცნიერემა კოლეგებმა განაცხადეს, რომ 60-ზე მეტი “მოჩვენებების ნაკვალევი” ნიუ-მექსიკოში 23 000-დან 21 000 წლამდე თარიღდება. ასეთი სახელწოდება ნაკვალევის ლანდშაფტში გამოჩენასა და გაქრობას უკავშირდება. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, ნამარხი აღმოჩენები საბოლოო მტკიცებულება იქნება იმისა, რომ ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკაში ბოლო გამყინვარების ეპოქის პერიოდშიც იმყოფებოდნენ – ეს უკანასკნელი პიკს დაახლოებით 21 500 წლის წინ აღწევდა.

როდესაც ხალხი პირველად ჩავიდა ამერიკაში, ბევრი დაპირისპირება არსებობდა. მეცნიერებს ისტორიულად სჯეროდათ, რომ ადამიანებმა ბერინგის მიწის ხიდი გაიარეს, რომელიც აზიას ჩრდილოეთ ამერიკასთან დაახლოებით 13 000 წლის წინ აკავშირებდა. თუმცა ამერიკის მრავალი ახალი აღმოჩენა, მათ შორის მექსიკის გამოქვაბულში ნაპოვნი 30 000 წლის წინანდელი ცხოველთა ძვლები, მოწმობს, რომ ადამიანები აღნიშნულ ტერიტორიაზე ბევრად ადრე იმყოფებოდნენ.

ნიუ-მექსიკოს თეთრი ქვიშის ეროვნულ პარკში ბენეტმა, ახლად აღწერილი ნაკვალევის ასაკის გამოსათვლელად, რამდენიმე მეთოდს მიმართა. ერთ-ერთი მათგანი წყლის მცენარეების რადიოკარბონული დათარიღებას წარმოადგენს. “ნაკვალევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მახასიათებელი ისაა, რომ ქვის იარაღებისა და ძვლებისგან განსხვავებით, მათი სტრატიგრაფიის ზემოთ ან ქვემოთ გადატანა შეუძლებელია. ისინი ფიქსირებულია და ძალიან ზუსტია” – განმარტავს ბენეტი.

თუმცა ზოგიერთი არქეოლოგი არ ეთანხმება აღნიშნულ დათარიღებას. ანთროპოლოგ ლორენ დევისის თანახმად, სხვა გადასამოწმებელი მეთოდების გამოყენების საჭიროება არსებობს. “სრულყოფილი პასუხის მისაღებად, მაღალი სტანდარტები გვჭირდება. და თუ შემდგომი შემოწმება ნაკვალევის დათარიღებას დაადასტურებს, ეს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს დაგვანახებს – ადამიანებს საოცარი უნარი აქვთ იმისა, რომ უკიდურესად მძიმე გლობალურ პირობებშიც გადარჩნენ” – აღნიშნავს დევისი.

ნაკვალევი ორი ათასწლეულის განმავლობაში იქმნებოდა, ძირითადად ბავშვებისა და მოზარდების მიერ. ნაკვალევი აღმოჩენილია მამონტების ნაკვალევთან ერთად, გიგანტურ ზარმაცებთან და ფაუნის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

ბენეტი პანდემიის შემდეგ თეთრ ქვიშებში დაბრუნებას გეგმავს, რათა ადამიანების ნაკვალევის შესწავლა განაგრძოს. ნაკვალევი ის გზაა, რომლის მეშვეობით წარსულს დავუკავშირდებით…

სრულყოფილება სიმარტივეში – ახალი ROLLS-ROYCE GHOST-ის დებიუტი საქართველოში

Tabletop პროდაქშენი – „მადისაღმძვრელი“ გადაღებების საიდუმლო