15 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ გაყიდვების ასოციაციის გამოფენა – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართება, სადაც 50-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი.
გაყიდვების ასოციაციის გამოფენაზე შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან სხვადასხვა ბიზნესის მიღმა, გაიზიაროთ მათი გამოცდილება, ხედვები და დაგეგმოთ სამომავლო თანამშრომლობა. ამისთვის ადგილზევე იქნება გათვალისწინებული სივრცე ბიზნეს შეხვედრებისთვის.
გამოფენის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში, კომპანიები მოწვეული სტუმრებისთვის საინტერესო პრიზებს გაათამაშებენ.
ეწვიეთ გამოფენას 15 დეკემბერს, 16:00-დან 21:00-მდე, ბილტმორში. გაიფართოვეთ ბიზნეს კავშირები და მიიღეთ ახალი ინსპირაცია.
გამოფენის შესახებ ინფორმაციას ასევე შეგიძლიათ, გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე.
[R]