in

„ადამიანები ბიზნესის უკან“ – გაყიდვების ასოციაციის ბიზნეს გამოფენა

5 თებერვალს სასტუმრო „პულმანში”, გაყიდვების ასოციაციის გამოფენა – „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართება, სადაც 60-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი.

ბიზნეს გამოფენა ხელს უწყობს სხვადასხვა კომპანიის  გამოცდილების გაზიარებას, ახალი კონტაქტების შეძენასა  და სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.  ღონისძიების პარალელურად, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები შეძლებენ ბიზნეს შეხვედრების დაგეგმვას მათთვის საინტერესო, როგორც წევრ, ასევე არაწევრ კომპანიებთან.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები ისეთი სფეროებიდან, როგორებიცაა: სამშენებლო-დეველოპერული, საფინანსო, IT და ტექნოლოგიები, სტამბა-სარეკლამო, აგრარული, ლოგისტიკა-გადაზიდვები, საინჟინრო, ჰორეკა და სხვა.

მონაწილე კომპანიებს შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორიც არის: საბუღალტრო კომპანია ენთები,  სარეკლამო კომპანია ADwise, უძრავი ქონების განვითარების კომპანია სიმეტრია და  IT მომსახურების პროვაიდერი კომპანია IT Craft -ი და სხვა. 

გამოფენის პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში, კომპანიები მოწვეული სტუმრებისთვის საინტერესო პრიზებს გაათამაშებენ.

ეწვიეთ გამოფენას  5 თებერვალს, 15:00-დან 21:00-მდე, პულმანში. გაიფართოვეთ ბიზნეს კავშირები და მიიღეთ ახალი ინსპირაცია.

გამოფენის შესახებ ინფორმაციას ასევე შეგიძლიათ, გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.

[R]

,,საქკაბელმა’’ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა

4Hospitals წარმოგიდგენთ 4Cast-ს – პირველ ქართულ სამედიცინო პოდკასტს!