გქონია შემთხვევა, როდესაც შენს წარმატებას არაადეკვატურად ცუდად ხვდებიან? – პრობლემა უფრო კომპლექსურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და იმის მაგივრად, რომ „ვახ, რა კარგია“, „გილოცავ“ გითხრან, ისე იწყებენ ქცევას, თითქოს მათს ლეკვს დაარტყი, უთხარი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, ანდაც, სული მიჰყიდე ლორდ ვოლდემორტს. რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს, უბრალოდ, ბედნიერები იყვნენ შენი კარგი ამბებით?
მათ აქვთ მტკიცე მოლოდინები
ადამიანებს აქვთ კონტროლის თანდაყოლილი მოთხოვნილება ამიტომაც, როგორც კი საკუთარი მოლოდინების შესაბამისად ვერ ხედავენ მოვლენების განვითარებას, იწყებენ შფოთვას. „ადამიანებს ამოძრავებთ გრძნობა, რომელიც გულისხმობს შედეგების პროგნოზირებასა და კონტროლს“, – ამბობს ფსიქოლოგი, ჯეისონ ფლექსი. „ამიტომაც, როცა რეალური სიტუაცია არღვევს მათს პროგნოზს, იქცევა სულიერი მხნეობის დაკარგვის საშუალებად მაშინაც კი, თუ შედეგი არის ობიექტურად კარგი“.მათ ეშინიათ შენი მორიგი წარმატების
ფსიქოლოგი და ავტორი, სტივენ ბერგლასი ამტკიცებს, რომ ადამიანებს აქვთ ნიშნულები, რომლითაც ზომავენ თავიანთ წარმატებას, სხვებთან შედარებით. როცა შენ ცვლი შენს მასშტაბებს იმგვარად, რომ აღმოჩნდები მათზე მაღლა, მათ უჩნდებათ შეკითხვები საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით, აქვთ განცდა, რომ სადღაც შეცდომა დაუშვეს და ხდებიან არაადეკვატურები. უმძაფრდებათ შიში და იმის გრძნობა, რომ ნელ-ნელა დისტანცია, თქვენ შორის, კიდევ უფრო გაიზრდება. ისინი ბრაზდებიან საკუთარ თავზე
„ამის გაკეთება მეც ხომ შემიძლია?!“ – ისინი არიან გაბრაზებულები საკუთარ თავზე, რომ მათ შეეძლოთ იქ დგომა, სადაც შენ ხარ, ცოტა მეტი სითამამე რომ გამოეჩინათ. ზოგიერთი მათგანი შენ მიერ წარმატების მიღწევის საშუალებასაც ნეგატიურ კონტექსტში განიხილავს და თავს გაიმართლებს იმით, რომ ეს გზა მათთვის შეუფერებელია, მიუღებელია და თამაშის პატიოსანი წესები ამგვარ ქცევას არ ითვალისწინებს. თუმცა, პერიოდულად, იმედგაცრუების გრძნობასაც ვერსად გაექცევიან, იმის სურვილს, რომ უკან დაბრუნდნენ და რაღაც შეცვალონ.
ისინი შენს წარმატებას იღბალს მიაწერენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში მანტრა არის – თუ შენ მუშაობ ბევრს და მოძრაობ წინ, შენი ამერიკული ოცნება ახდება. და ამ კონცეპტში, ხშირად, ხაზგასმულია, რომ შენ არ უნდა მოიტყუო იმისთვის, რომ ვინმეს გადაასწრო. თუმცა, როცა ადამიანები მუშაობენ ისევე, როგორც შენ და საბოლოოდ, მაინც შენ ხარ გამარჯვებული, უცბად, ჩნდება ლოგიკური კითხვა: „ნუთუ, იღბლის დამსახურებაა ეს ყველაფერი, რაც შენს თავს ხდება?“ და იღბლის თემა ხდება მათთვის მოცემულობისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალება, რათა თავი დაირწმუნონ, რომ შენი ცოდნა და უნარები აქ არაფერ შუაშია, უნრალოდ, გაგიმართლა.როცა წარმატებული ხარ პირად ცხოვრებასა თუ სამსახურში, ალბათ, ლოგიკურია, დაგეუფლოს სიამაყის გრძნობა. თუმცა, იცოდე, რომ ყველა არ აპირებს შენი გრძნობების გაზიარებას და ნებით თუ უნებლიეთ, შეიძლება იქცნენ ე.წ. Party Poopers-ებად შენთვის, ადამიანებად, რომლებიც ჩაგაშხამებენ დღესასწაულს. მაგრამ თუ ამ ყველაფერს ფსიქოლოგიურად მიუდგები, მიხვდები, რომ თავადვე შეგიძლია, დაეხმარო მათ. თუ ვინმეს არ უხარია შენი წარმატება და თავს ამის გამოხატვის უფლებასაც აძლევს, შენთვის შეინახე შენი მიზნები, საჭიროებები და შეფასებები. შენც ბედნიერი იქნები და სხვებსაც არ დაუტოვებ შენი სიძულვილის უფლებას.სტატია მომზადებულია inc.com-ზე დაყრდნობით.