in

მეცნიერება ამბობს, რომ ადამიანების მხოლოდ 8% აღწევს დასახულ მიზანს!

სკრანტონის უნივერსიტეტის კვლევას თუ დავუჯერებთ ადამიანების 92%, რომლებიც ახალი წლის დადგომასთან ერთად, ახალ მიზნებს ისახავენ, ვერასდროს აღწევენ მათ. რას შეიძლება, ის დარჩენილი 8% აკეთებდეს განსხვავებულს, რაც მათ წარმატებაში ეხმარება?

pasha-statiebi
pasha-statiebi

გუნებაში მათ გააზრებული აქვთ თავიანთი მიზნების შედეგები
როცა შენი მიზნების ჩამონათვალს აკეთებ, დარწმუნდი, რომ გააზრებული გაქვს ის ბილიკი, რომლითაც მოგიწევს დანიშნულების ადგილამდე მისვლა. მას შემდეგ, რაც შენი ოცნება გექნება ფურცელზე, საჭიროა იმ რესურსების გააზრებაც, რაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარება – ამას კი ჰქვია შენი სუბმიზნები.

ისინი გამოცდილებას ეძებენ ადამიანებში
წარმატებული და პროდუქტიული ადამიანები არ ცდილობენ, შედეგს მიაღწიონ მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობით. მათ გააზრებული აქვთ მენტორების, მწვრთნელებისა თუ მრჩევლების მნიშვნელობა, რომლებსაც აქვთ უნარი, მიასწავლონ მიზნის შესასრულებელი საშუალებები. შეხვდი ასეთ ადამიანებს რეგულარულად, ეძებე მათს გამოცდილებაში სიბრძნე, ჰკითხე რჩევა და მოუსმინე ყურადღებით.

მათი მიზნები სპეციფიკურია
თუ შენი მიზანი არის, რომ დაიკლო 15 კილო წლის განმავლობაში, თითქოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა ძალიან ბუნდოვანი. ამის ნაცვლად რომ სცადო: „ივლისის თვის განმავლობაში, მე დავიკლებ 5 კილოს ტკბილეულის, ცომეულისა და სოდის ამოღებით, ასევე, 20 წუთი ვივლი გარეთ“ – ეს 90%-ით უფრო რეალურს გახდის შენი მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. რაც უფრო ნათელია მიზანი, მისი შესრულების შანსიც უფრო დიდია.

ისინი ხვდებიან, როცა პროკრესტინაციას განიცდიან
ჩვენ ყველა ვიტანჯებით პროკრესტინაციისგან და მუდმივად გადავდებთ ხოლმე მნიშვნელოვან საქმეს გვერდზე, თუმცა მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში, გაიგო რა არის შენი სიზარმაცის მიზეზი:
1.  გქონდეს პრიორიტიზწბული სია გასაკეთებელი საქმეებისა, რომლის საშუალებითაც, გეცოდინება რა დრო გაქვს მის შესასრულებლად;
2.  დაუბრუნდი, შეამოწმე შენს დედლაინები, რომ იცოდე რამდენი დრო დაგრჩა და როდის უნდა დაიწყო, რომ არ გადააცილო დათქმულ ვადას;
3. ფოკუსი გააკეთე ამოცანის შესასრულებელ დროზე.

ისინი მუშაობენ 52-ისა და 17 ის წესით

სპორტში მიღებულია 52 წუთიანი ვარჯიშის 17 წუთიანი დასვენება, რასაც „ინტერვალურ ვარჯიშს“ უწოდებენ. ბრედ სტალბერგმა და სტივ მეგნესმა, Peak Performance-ის თანაავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ამ წესს მხოლოდ ათლეტები არ უნდა მიჰყვებოდნენ. ერთ-ერთმა სწავლებამ აღმოაჩინა, რომ ყველაზე პროდუქტიულ ადამიანებს აქვთ ჩვევა – 52 წუთის განმავლობაში მუშაობენ, 17 წუთი ისვენებენ და შემდეგ კვლავ უბრუნდებიან სამუშაოს. ეს ხერხი უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე პატარა და ხშირ-ხშირი შესვენებები.

 

ისინი უსმენენ მუსიკას
მუსიკა აღმოჩნდა კონცენტრირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ იმუშაო პროდუქტიულად. მთავარია, იპოვო ის ფონური მელოდია, რომელიც დაგეხმარება სამუშაოზე ფოკუსირებაში.

ისინი ერთდროულად არ აკეთებენ რამდენიმე საქმეს
თუ გინდა, იყო წარმატებული, ერთდროულად უნდა აკეთო რამდენიმე საქმე! – ეს მითია. რეალურად, ყველაზე წარმატებული ადამიანები თავს არიდებენ მსგავს შემთხვევებს. მულტისამუშაო პროცესი ცუდად ზემოქმედებს ადამიანების ტვინზე, რადგან შენ ხშირად წყვეტ აზრს, კარგავ კონცენტრაციას და ქვემოთ წევ საქმის შესრულების ხარისხს და შედეგად, უფრო მეტ დროს ანდომებ მიზნის მიღწევას. ზემოთ ნახსენები ადამიანების 8%, რომლებიც 100%-ით ასრულებენ თავიანთ მიზნებს, საკმარისად ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ ჯერ ერთი საქმე დაასრულონ, შემდეგ კი გააგრძელონ სხვა.


რობოტი, რომელიც ნებისმიერ ზედაპირზე ხატავს – UPDATE

დიმას ბანკმა დიმა ნებიერიძეს საფეხბურთო ოცნება აუხდინა!