ჩვენს ირგვლივ არსებულ ჰაერში ყველა ტიპის დამაბინძურებელი შეგიძლიათ იპოვოთ. გარეთ წვიმისა და დაჟანგვა-აღდგენითი რეაქციების დროს შეიძლება ჩამოირეცხოს, რაც მზის ულტრაიისფერი შუქის ოზონსა და წყლის ორთქლთან ურთიერთქმედების შედეგია. და რა ხდება შიდა სივრცეებში?
კვლევის თანახმად, ჰიდროქსილის (OH) რადიკალებით გარკვეული დაჟანგვითი პროცესები შიდა სივრცეებშიც მიმდინარეობს, ეს გარედან შემოსული ოზონის კომბინაციითა და იმ დაჟანგვის ველებით ხდება, რომლებსაც ჩვენს გარშემო ვქმნით. ზოგიერთ სცენარში კი შიდა სივრცეში არსებულ OH რადიკალების დონეს, დღისით გარე დონეებს ადარებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ დავდივართ და ვსუნთქავთ, რასაც გავლენა აქვს შიდა სივრცეებში არსებულ ჰაერის ხარისხსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
„აღმოჩენა, რომ ჩვენ, ადამიანები, არა მხოლოდ რეაქტიული ქიმიკატების წყარო ვართ, არამედ ამ ქიმიკატების გარდაქმნა თავადაც შეგვიძლია, ჩვენთვის ძალიან გასაკვირი იყო“, — ამბობს ნორა ზანონი, ატმოსფერული ქიმიკოსი.
მეცნიერთა ჯგუფმა ექსპერიმენტი 4 კაცისგან შემდგარ 3 ცალკეულ ჯგუფზე სპეციალურ კლიმატის კონტროლირებად პალატაში ჩაატარა, თანაც, ოზონის დონეებით, რომლებიც იმ ზედა ზღვარს ემთხვეოდა, რაც შენობებშია. დადგინდა, რომ OH რადიკალები ახალი და საკმაოდ ბევრიც იყო, იგი ადამიანების ირგვლივ ყალიბდებოდა. მეცნიერებმა ისიც კი აღმოაჩინეს, რომ, როცა ოზონი ჩვენს კანზე არსებულ ზეთებსა და ცხიმებზე რეაგირებს, ჩვენი პირადი დაჟანგვის ველები წარმოიქმნება.
ადამიანების დროის 90%-ს შიდა სივრცეებში ატარებენ… ეს ფაქტი კი კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ამ კვლევას, რადგან აქ მეცნიერები იმისათვის მუშაობენ, რომ ჩვენ რაც შეიძლება სუფთა და ჯანსაღი ჰაერი შევისუნთქოთ. ისიც მართალია, რომ ყოველთვის ვიცოდით შიდა სივრცეში არსებული დაჟანგვითი პროცესების შესახებ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანების მიერ წარმოქმნილი რეაქციები დომინანტურია.
მნიშვნელოვანია, ამ პროცესების გააზრება, როგორც ცალკე, ისე შიდა სივრცეში არსებულ სხვა ქიმიკატებთან მიმართებით, რაც შეიძლება წარმოიშვას სამშენებლო მასალებისგან, ავეჯისა თუ სხვა სურნელოვანი პროდუქტებისგან. რეაქციებმა კი, შესაძლოა, იმოქმედოს რესპირატორულ სისტემასა და დამაბინძურებლების მოცილებაზე.
ხოლო მომავალში მეცნიერებს სურთ, გაიგონ, როგორ მოქმედებს ტენიანობის დონე რეაქციებზე, მაგალითად, როგორ ცვლის სურათს ოთახში ადამიანების შემოსვლა… გარდა ამისა, არსებობს იმის შანსიც, რომ ადამიანის მიერ წარმოქმნილ დაჟანგვის ველებს სუნის აღქმაზე ჰქონდეს გავლენა.