in

ადამიანების მენეჯმენტი – პროფესიული განვითარების განუყოფელი ნაწილი

დავით გოგიჩაიშვილი
დავით გოგიჩაიშვილი
დავით გოგიჩაიშვილი

საქართველოს ბიზნეს სფერო თანდათან უფრო ვითარდება. განვითარებასთან ერთად მენეჯერებს მართვის პროცესში ხვდებათ გარკვეული სახის სირთულეები და გამოწვევები. ნებისმიერ სფეროში დასაქმებული ადამიანისთვის არა მხოლოდ პროფესიული უნარჩვევები, არამედ ადამიანების მენეჯმენტის ცოდნაც აუცილებელია. ამ მხრივ გამოცდილების მიღების კარგი საშუალება კი, სხვადასხვა ტრენინგ კურსებში მონაწილეობის მიღებაა. მათ შორისაა დავით გოგიჩაიშვილის საავტორო კურსი, „ადამიანების მენეჯმენტი“, რომელიც ორიენტირებულია როგორც პროფესიულ, ასევე პირად განვითარებაზე.

BOG
BOG

კურსის მონაწილეები კონკრეტული კრიტერიუმებით შეირჩევიან და თითოეული გუნდი სხვადასხვა პროფესიის მქონე 15 ადამიანისგანაა დაკომპლექტებული. დავით გოგიჩაიშვილის თქმით, სწორედ ბექგრაუნდის მრავალფეროვნება ქმნის ყველაზე კარგ სასწავლო გარემოს, რადგან ერთმანეთისგან უფრო მეტს ვსწავლობთ, ვიდრე ლექტორისგან, რომელიც ჭკვიანი სახით რაღაცას გველაპარაკება:

M: როგორი სიტუაციაა ამჟამად ბაზარზე, რამდენად დიდია მოთხოვნა მსგავსი კურსების მხრივ?

ჩემი კურსის მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა იზრდება. კონკურსის საფუძველზე თითო ჯგუფში 15 ადამიანს ვარჩევთ იმის მიხედვით, თუ რამდენად სჭირდებათ მათ ადამიანების მენეჯმენტი ყოველდღიურად. პირველ ნაკადზე  80 დარეგისტრირებული იყო, მეორე ნაკადზე – 90, მესამეზე -100 და მეოთხეზე კი, უკვე 200-მა ადამიანმა გამოთქვა სურვილი.. მოთხოვნა გაიზარდა და ჩვენც, მოგვიწია, რომ ტრადიციული პარასკევის გარდა, სამშაბათის ჯგუფიც დაგვემატებია.

adamianebis menejmenti

M: რას მოიცავს კურსი?

ეს ადამიანების მენეჯმენტის კურსია, სადაც შედის ისეთი თემები, როგორიცაა თანამშრომლების ურთიერთობები, მაგალითად ჯგუფური მუშაობის გაცნობა, როგორ შევკრათ კარგი, შედეგზე ორიენტირებული გუნდი და როგორ მივაღწიოთ იმას, რომ მოტივაცია უფრო ღრმა და ადამიანური ფაქტორებით იყოს გამდიდრებული. ჩვენ ვნახულობთ, თუ რამდენად გამოდგება საქართველოსთვის ისეთი პრაქტიკები, რომელსაც მიმართავენ ახალი ტიპის კომპანიები, როგორებიცაა Facebook, Google და Microsoft.

14753838_1234695363255755_1487556734028542703_o

M: რას ნიშნავს „ადამიანების მენეჯმენტი“ და ვისთვისაა განკუთვნილი კურსი?

კლასიკური გაგებით მართვა თითქოს, მხოლოდ ზევიდან ქვევით ხორციელდება და ზედაპირულად ჩანს, რომ ეს მხოლოდ მაშინ გჭირდება, როდესაც ბევრი დაქვემდებარებული გყავს. სინამდვილეში ირკვევა, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენს ქვევით არ ვმართავთ და ნებისმიერ ორგანიზაციაში, სადაც ჯგუფური მუშაობა და მოტივაცია აქტუალურია, ყველასთვის საჭიროა ხოლმე. მოიცავს იმასაც, თუ რა შეგიძლია შეცვალო სამსახურში და გულისხმობს თვითგანვითარებასაც იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებთანაც ყოველ დღე გიწევს სამსახურეობრივი შეხება.

ადამიანების მენეჯმენტი იმდენად ფართო ცნებაა, რომ თავისთავად ყველას სჭირდება. კურსზე ნაკადების შედეგების მიხედვით რომ ვისაუბროთ, ყოფილან მენეჯერები, კომპანიის დამფუძნებელიც, HR-იც, დეპარტამენტის უფროსიც, თანამშრომელიც და სტუდენტიც, რომელსაც სტარტაპი აქვს.

ქეთი ფირცხალაიშვილი
ქეთი ფირცხალაიშვილი

დავით გოგიჩაიშვილის თქმით, კურსის გავლენა ვლინდება მაშინ, როდესაც მენეჯერები თავიანთ კომპანიებში ახლებური ხედვით ბრუნდებიან და სხვადასხვა პრაქტიკებს ნერგავენ. ქეთი ფირცხალაიშვილი მარკეტინგული სააგენტო GINGERS-ის დამფუძნებელია. ის ერთ-ერთია, ვინც დავით გოგიჩაიშვილის საავტორო კურსი გაიარა.  ქეთი ამბობს, რომ კურსის გავლა კონკრეტული მოთხოვნილებიდან გამომდინარე გადაწყვიტა. მას სურდა, შეეფასებინა საკუთარი ეფექტურობა და მეტად გაზრდილიყო ამ მხრივ:

-„კურსი ნაწილობრივ მოიცავს თეორიულ სწავლებას კონკრეტული თემების ირგვლივ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ კურსში არის საკითხის შემეცნება სხვადასხვა მოცემულობით და კონრეტული მაგალითებიდან გამომდინარე სიღრმისეული ანალიზი. კურსმა მომცა შესაძლებლობა, დავფიქრებულიყავი საკუთარ ქცევასა, თუ მართვის სტილზე და გამომეყენებინა მიღებული ცოდნა ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.

საინტერესო იყო განსხვავებული ადამიანების თავშეყრა ერთ სიცრცეში, სადაც ხდება გამოცდილებების, ცოდნის გაზიარება და დისკუსია, რომელშიც არ არსებოს სწორი და არასწორი პასუხი. ასევე, აღსანიშნავია დავით გოგიჩაიშვილის ფაქტორი, რადგან ვფიქრობ, ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) ქართველი ლექტორი/ტუტორია, რომელიც მთლიანად იხარჯება, რათა მაქსიმუმი მიიღო ამ კურსიდან. კურსის გავლიდან 6 თვის შემდეგაც ყოველდღიურად ვრწმუნდები რამდენად საჭირო და აქტუალურია ის საკითხები რასაც ეს კურსი მოიცავს, როგორც სამსახურებრივი ისე პირადი განვითარებისთვის.“
14608650_1234695826589042_2481326058814062843_o

ნატოსპროფესიული განვითარების პროგრამის უფროსი, მერი გაბაშვილი საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს დავით გოგიჩაიშვილის საავტორო კურსის გავლას უფინანსებდა. ახლა კი, თავადაც გადაწყვიტა ტრენინგში მონაწილეობის მიღება. მერი ამბობს, რომ მისი სურვილია, საჯარო მოხელეებმა გამოაღწიონ არსებული ჩარჩოდან და უფრო კრეატიულად შეხედონ სხვადასხვა საკითხს:

მერი გაბაშვილი
მერი გაბაშვილი

-„საჯარო მოხელეები ამ კურსზე უხეშად რომ ვთქვათ, ‘შერყევის” მიზნით გავაგზავნეთ. ჩემი სურვილია, საჯარო მოხელეებმა გამოაღწიონ არსებული ჩარჩოებიდან და კრეატიულად, უფრო გახსნილი გონებით შეხედონ მათ წინაშე არსებულ საკითხებს. დათოსთან ურთიერთობა უკვე თავისთავად გააკეთებს ამას. კურსის შინაარსიც, ცხადია, რელევანტურია საჯარო სექტორისთვის და ბევრ ისეთ საკითხს ეხება, რომლებიც საკვანძოა ამ სექტორის მომავლისთვის. ამ მოკლე კურსის ფარგლებში დათო შეძლებს, არსებული სტერეოტიპების დამსხვრევას და კურსის დასასრულს ყველანი ერთნაირად გახსნილები ვიქნებით სიაახლეებისადმი.

იდეალურ შემთხვევაში, ის საჯარო მოხელეები, ვინც დათოსთან გადამზადდებიან, მინდა ერთ გუნდად შევკრა და ერთად ვიმუშაოთ ინოვაციურ პროექტებზე. არის ასეთი თეორია, რომ დიდ პრობლემასთან შეჭიდებისას, მთლიანი სისტების შეცვლისთვის სრულიად საკმარისი შეიძლება იყოს ადამიანთა 20%-ის შეცვლა, რაკი ეს 20% გადაიბირებს სხვებს და “შეცვლის ამინდს”. ჩემი სურვილია, ეს ადამიანები გახდნენ ის 20%, რომლებიც თვისობრივად შეცვლიან ჩვენს საჯარო სექტორს.“

1

#მეგობრობისდღიური – ნათია გედენიძის ნაამბობი

ქართული სააგენტოების დიდი წარმატება Golden Drum-ზე