in

ადამიანებს ექოლოკაციის სწავლა 10 კვირაში შეუძლიათ

ექოლოკაცია არის უნარი, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ ისეთ ცხოველებს ვუკავშირებთ, როგორებიცაა ღამურები და ვეშაპები. მაგრამ საკუთარი ბგერების ექოებს ზოგიერთი მხედველობადაქვეითებული ადამიანი დაბრკოლებების დასადგენად იყენებს. ზოგი მათგანი საჭირო ხმაურის მისაღებად ჯოხის დარტყმის ან თითების დატკაცუნების მეთოდს მიმართავს. ზოგიც კი ხმებს პირის მოძრაობით იღებს.

M2
M2

მკვლევრები კი ამბობენ, რომ საკმარისი ვარჯიშით ადამიანთა უმეტესობას ექოლოკაციის სწავლა შეუძლია. მათ სულ რაღაც 10 კვირაში შეძლეს მონაწილეებისთვის ესწავლებინათ, როგორ გადაელახათ დაბრკოლებები და დაწკაპუნების განმეორებითი ზარების გამოყენებით, როგორ ამოეცნოთ ობიექტების ზომა და ორიენტაცია.

ექსპერიმენტში 12 მხედველობადაქვეითებული და 14 ჯანსაღი მხედველობის მქონე ადამიანი მონაწილეობდა. ხოლო 20 ტრენინგის განმავლობაში, რომელიც 2-3 საათამდე გრძელდებოდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უსინათლო და მხედველობის მქონე მონაწილეებს, მოხუცებსა და ახალგაზრდებს დაწკაპუნებაზე დაფუძნებული ექოლოკაცია მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. 

არ მახსენდება სხვა ნამუშევარი უსინათლოებთან, რომელსაც მსგავსი ენთუზიაზმით სავსე უკუკავშირი ჰქონოდა, — ამბობს ფსიქოლოგი ლორ თალერი.

კვირების განმავლობაში მონაწილეები ვირტუალურ ლაბირინთებში ნავიგაციასაც სწავლობდნენ, იქნებოდა ეს დერეფნებში განლაგებული T-ჯვარედინები, U მოსახვევები თუ ზიგზაგები. ისინი ობიექტების ზომასა და ორიენტაციას პირის ღრუს ხმების გამოყენებითაც ადგენდნენ. ბოლო ორ სესიაზე კი მონაწილეებმა ვირტუალურ ლაბირინთში ახალი ნავიგაციის უნარები გამოცადეს, ხოლო შეჯახებები იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე პროგრამის დასაწყისში. საკუთარი ხმების ექოები კი ადამიანებს უფრო მარტივ ნავიგაციაშიც ეხმარებოდა…

ეს კვლევა გამორჩეული იმითაა, რომ იყო პირველი, რომელმაც შეამოწმა, შეეძლოთ თუ არა ექოლოკაციის სწავლა უსინათლოებსა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებს. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად მხედველობა უარესდება, ეს მომავალში განსაკუთრებით სასარგებლო რამ იქნება… თანაც, კვლევაში ამ უნარის დასწავლა 79 წლის უსინათლო პირებმაც კი მოახერხეს.

როცა ჩვენ პირველი სესიიდან მეოცე სესიამდე შესრულების ხარისხი განვსაზღვრეთ, დავადგინეთ, რომ ასაკსა და შესრულებას შორის კავშირი არ არსებობდა, — ამბობენ მკვლევრები.

მართალია, დაბალი ასაკი ხშირად მონაწილეებს ლაბირინთების სწრაფად დასრულებაში ეხმარებოდა, მაგრამ პრაქტიკულად „ტრენინგებმა მნიშვნელოვანი ქცევითი ცვლილებები ყველა ასაკის ადამიანში გამოიწვია“.

ტრენინგების დასრულებიდან სამი თვის შემდეგ კი უსინათლო მონაწილეები გაუმჯობესებულ მობილობაზე საუბრობდნენ. ამასთან, 12-დან 10 მონაწილე ამბობდა, რომ კონკრეტულმა უნარმა მათ დამოუკიდებლობასა და კეთილდღეობაზე დადებითი გავლენაც მოახდინა.

ჩვენ ამით აღფრთოვანებულები ვართ და ვგრძნობთ, რომ გონივრული იქნება ექოლოკაციის სწავლა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ხედავენ, მაგრამ თვალის პროგრესირებადი დეგენერაციული მდგომარეობის გამო მხედველობა მალევე შეიძლება დაკარგონ, — განმარტავს ტალერი.

მარი ელიაძე — ოქსფორდიდან საქართველომდე

Python charity meetup — საქველმოქმედო ღონისძიება უკრაინელთა მხარდასაჭერად