in

ადამიანებს სიჩუმის მოსმენა შეუძლიათ — ექსპერიმენტი

მართალია, სიჩუმე ბევრ ჩვენგანს ძალიან სიამოვნებს, მაგრამ არისტოტელეს დროიდან მოყოლებული ფილოსოფოსები კამათობდნენ, რეალურად, რამდენად შეგვეძლო ამ სიჩუმის მოსმენა. ახლა კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კამათს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა ექსპერიმენტები დაასრულებს…

M2
M2

მათ საკმაოდ ჭკვიანურად გამოიყენეს ხრიკი, რომელსაც one-is-more illusion-ს უწოდებენ. მარტივად რომ გითხრათ, ეს უკანასკნელი ატყუებს მსმენელთა ტვინებს და აფიქრებინებთ, რომ ორი წყვეტილი ხმა უფრო მოკლეა, ვიდრე ერთი მთლიანი, როცა სინამდვილეში დრო ერთი და იგივეა. ხმის სიჩუმით ჩანაცვლებით კი გუნდმა აღმოაჩინა, რომ ილუზია კვლავ მუშაობდა. თუ არ გჯერათ, ეს თავადაც შეგიძლიათ გამოცადოთ… 

სიჩუმე, როგორიც არ უნდა იყოს, არ არის ხმა — ის ხმის არსებობაზე მიგვითითებს. გასაოცრად, ჩვენი კვლევა გთავაზობთ, რომ არაფერი ასევე არის, რაღაც, რისი მოსმენაც შეგიძლიათ, — აცხადებს რუი ჯე გო, მკვლევარი.

ამჯერად კი ამტკიცებენ, რომ რადგან ექსპერიმენტებში სიჩუმეზე ხმის მსგავსად ვრეაგირებთ, ნამდვილად გვესმის ეს დუმილი და უბრალოდ არ ვასკვნით, რომ ის იქ არის… ამ მოსაზრებამდე მისასვლელად კი 7 ექსპერიმენტი ჩაატარეს და მასში 1000 მონაწილე ჩართეს. აქ one-is-more illusion და მსგავსი ტესტები ჩატარდა, რაც მოიცავდა ნაწილობრივ დუმილს და სიჩუმეს, რომელიც იმის მიხედვით განსხვავდებოდა, თუ რამდენად ახლოს ან შორს იყვნენ მონაწილეები ერთმანეთისგან. თუმცა, როგორც ამბობენ, ზოგიერთ ექსპერიმენტში ფონური ხმებიც გამოიყენეს. 

შედეგი ყველგან ერთი იყო: სიჩუმეს მონაწილეები ზუსტად ისე ამუშავებდნენ, როგორც ხმას. ეს კი რაღაც ახალს მატებს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი სმენის შეგრძნებები. თანაც უკვე საკმაოდ ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ სიჩუმე ხმების აღქმაში შეიძლება უმნიშვნელოვანესი იყოს — მაგალითად იმ გზით, რომლითაც სიტყვებს შორის ვისვენებთ. მაგრამ აქამდე მყარი ექსპერიმენტული სამხილი იმისა, რომ სიჩუმე, შესაძლოა, იყოს სტიმული, რომელიც ტვინს ესმის, არ არსებობდა. 

ილუზიები და ეფექტები, რომლებიც თითქოს უნიკალური ჩანდა ხმის დამუშავებისთვის, სიჩუმის შემთხვევაშიც გამოვლინდა. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ნამდვილად გვესმის ხმის არარსებობა, — განმარტავს იან ფილიპსი, ფილოსოფოსი. 

შემდგომში მკვლევართა გუნდი ეცდება, პასუხი გასცეს კითხვას, შეგვიძლია თუ არა ე. წ. სრულყოფილი სიჩუმის გამოცდა. ხოლო თუ ამას მოახერხებენ, ეს დიდად დაეხმარება სმენითი პრობლემების მქონე ადამიანებს…

Samsung-მა თავისი სმარტფონი საშინელებათა ჟანრის ურჩხულად აქცია

მანქანიდან კედელზე — Porsche-მ ძველი მოდელებით შთაგონებული საღებავები გამოუშვა