in

რა თვისებები აქვს ადამიანს, რომელიც სხვების სიმპათიას მარტივად იმსახურებს?

M2
M2

ოდესმე ადამიანი პირველივე შეხედვისთანავე მოგწონებიათ? ერთი ნახვით შეყვარებაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ იმ მომენტებზე, როცა სრულიად უცხო ადამიანი დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენზე… როგორც ამბობენ, ძალიან სასარგებლო თვისებაა, რადგან თუ სხვების სიმპათიას მარტივად იმსახურებთ, ეს ურთიერთობების დამყარებაშიც დაგეხმარებათ, განსაკუთრებით კი პროფესიულ ცხოვრებაში. ამიტომ, ახლა იმ თვისებებსა და ჩვევებზე ვისაუბროთ, რომლებიც ყველასთვის მოსაწონ ადამიანს აქვს:

კონკრეტული მომენტებით ცხოვრობენ

სოციალური ინტერაქციების ექსპერტ პატრიკ კინგს თუ დავუჯერებთ, ყველასთვის მოსაწონი ადამიანები სულაც არ ფიქრობენ ამაზე, ისინი უბრალოდ ასეთები არიან, აცნობიერებენ კონკრეტულ მომენტს და ფოკუსირებულნი არიან საუბრებზე. უსმენენ და ცნობისმოყვარეობით უყურებენ მეორე მოსაუბრეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი კავშირების შექმნაზე არიან ფოკუსირებულნი და არა, შთაბეჭდილებისა თუ იმიჯის მენეჯმენტზე.

სხვებს აქებენ

სამსახურში სხვებში თქვენდამი სიმპათიას მარტივად გაზრდით, თუ სწორ დროს შეაქებთ ადამიანებს. შესაძლოა, თანამშრომელი სულაც არ იყოს გუნდური მოთამაშე ან რთული ხასიათი ჰქონდეს, თუმცა ვიღაცის დაფასება იმის გამო, რომ უბრალოდ პროექტზე მუშაობდა ან რაღაც კონკრეტული იდეა მოუვიდა თავში, მათ თავს დაფასებულად აგრძნობინებს.

ავთენტურები არიან

სხვების სიმპათიის მოპოვებაში თქვენი ნამდვილი სახის ჩვენებაც შეიძლება დაგეხმაროთ. თუ ქოუჩინგის კომპანიის ხელმძღვანელ ვიქტორ მაქგაიერს დავეყრდნობით — ადამიანებს იზიდავთ ინდივიდები, რომლებიც გულწრფელები და გამჭვირვალეები არიან. მაგალითისთვის ქოუჩები, რომლებიც ინტერაქციისას ავთენტურები არიან, მეტად სანდოები ჩანან.

ზრუნავენ და ემპათიურები არიან

ზოგადად, უფრო მეტად ისეთი პირები მოსწონთ ხოლმე, რომლებიც სხვებზე ზრუნავენ და ემპათიურებიც არიან. ამგვარად, როცა აჩვენებთ სხვა ადამიანებს, რომ მათ კეთილდღეობასა და გრძნობებზე ზრუნავთ, მათაც მეტად მოსწონხართ. შესაბამისად, ეს უფრო ძლიერი და სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებაშიც გეხმარებათ.

კარგი და აქტიური მსმენელები არიან

ადამიანებს უყვართ, როცა უსმენენ… ამიტომ, ამ უნარის მქონე პირები მარტივად იმსახურებენ სხვებისგან სიმპათიას — მხოლოდ მაშინ შეაწყვეტინეთ, როცა მის ნათქვამზე რაღაცის დამატება გსურთ, თუმცა მის პოზიციას იზიარებთ, ხოლო, როცა შეაწყვეტინებთ, შემდგომ მიკროფონის დაბრუნებაც არ დაგავიწყდეთ.

კარგი კომუნიკატორები არიან

დაბოლოს, ადამიანებს მაშინ უფრო მოსწონხართ, როცა პირდაპირები ხართ. გასული წლის კვლევაც ამას ადასტურებს და გვეუბნება კიდეც, რომ გაურკვევლობა, შესაძლოა, ზიანს აყენებდეს თქვენს იმიჯს და აღიქმებოდეს, როგორც სიმართლის თავიდან არიდების მცდელობა. ამასთან, როცა ადამიანები ორაზროვნად საუბრობენ, სხვების თვალში ნაკლებად თბილ, ნაკლებად ექსტრავერტ და უფრო ფრთხილ პიროვნებებად წარმოჩინდებიან…

 

როგორ ეხმიანება Hennessy თანამედროვეობას?

მიზეზები, თუ რატო მარცხდებიან მენეჯერები