პრეისტორიული ქვის ხელსაწყოები, რომლებსაც პოლონეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში 50 წლის წინ მიაგნეს, ახლა რეგიონში აღმოჩენილთაგან ყველაზე ძველ მასალად სახელდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მალოპოლსკაში არსებული Tunel Wielki-ს გამოქვაბული 450 000-550 000 წლისაა. ეს რიცხვი კი მეცნიერებს, სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს, მეტი გაიგონ იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც დაამზადეს ისინი. მათი მიგრაციისა და საცხოვრებლების დეტალებიც კი შეიძლება გამოავლინონ.
ამ ეტაპისთვის კონკრეტული რიცხვები მიგვითითებს, რომ ხელსაწყოები იმ ადამიანთა სახეობას უნდა დაემზადებინა, რომლებიც ჩვენთვის Homo heidelbergensis-ის სახელით არის ცნობილი, მას ნეანდერტალელების ბოლო წინაპრად და თანამედროვე ადამიანებად მიიჩნევენ ხოლმე. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ადამიანები იმ დროს იყვნენ დასახლებულნი, როცა ცენტრალური ევროპა განსაკუთრებით მკაცრი კლიმატით გამოირჩეოდა და მნიშვნელოვან კულტურულ თუ ფიზიკურ შეთავსებასაც მოითხოვდა.
„ეს ჩვენთვის ანალიზის განსაკუთრებით საინტერესო ასპექტია. ასე, შეგვიძლია გავიგოთ Homo heidelbergensis-ის გადარჩენის ლიმიტის შესაძლებლობები და გამოვიკვლიოთ, როგორ შეეგუვნენ ისინი ამ რთულ პირობებს“, — აცხადებს მალგორზატა კოტი, ანალიტიკოსი.
საინტერესოა ისიც, რომ პირველად გამოქვაბულს არქეოლოგები 1960-იან წლებში ეწვივნენ, 2016 წელს კი ამ ადგილს კვლავ დაუბრუნდნენ — ცხოველის ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც 40 000 წელზე მეტის უნდა ყოფილიყო… სწორედ ამ მიზეზის გამო კოტი და მისი გუნდი გამოქვაბულში 2018 წელს წავიდა და ბევრად მეტი მასალაც შეაგროვა.
აღმოაჩინეს, რომ ზედა ფენები ნამდვილად შეიცავდა ცხოველების ძვლებს, რომლებიც გვიანი პლეისტოცენისა და ჰოლოცენის დროს ცხოვრობდნენ, მაგრამ ქვედა ფენა ბევრად უფრო ძველი იყო, აქ ისეთი სახეობების ძვლები აღმოაჩინეს, რომლებიც ნახევარი მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ — ევროპული იაგუარი Panthera gombaszoegensis, თანამედროვე ნაცრისფერი მგლების წინაპარი Canis mosbachensis და დათვი Ursus deningeri. ეს ფენა ასევე შეიცავდა ნარჩენებს, რომლებიც ხელსაწყოების დამზადებისას შეიძლებოდა მიეღოთ, ყალიბის მსგავს ფორმებს და მზა იარაღებს, როგორიცაა, მაგალითად დანები.
„ის, რომ ეს ნივთები ზუსტად იმ ფენაში აღმოვაჩინეთ, რომელშიც ძვლები, მათ ერთნაირ ასაკზე მიგვითითებს. ეს ვარაუდი გათხრებმაც დაადასტურა, რომელიც გამოქვაბულში 2018 წელს ჩატარდა. მათ ფენების ზუსტად ისეთი განლაგება დაადასტურეს, რომლებსაც მკვლევრები ნახევარი საუკუნის წინ აღწერდნენ“, — განმარტავს კოტი.
მკვლევრები იმაზეც საუბრობენ, რომ მათთვის მსგავსი შედეგების მიღება მოულოდნელი იყო, რადგან საკმაოდ უცნაურია ნახევარი მილიონი წლის წინ ადამიანები რომ ამ გამოქვაბულში გაჩერდნენ, რომელიც საუკეთესო ადგილი ნამდვილად არ ყოფილა დაბანაკებისთვის… ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი ტენიანობა და დაბალი ტემპერატურა იქნებოდა. თუმცა, მეორე მხრივ, გამოქვაბული ბუნებრივი საცხოვრებელია, დახურული სივრცეა, რომელიც დაცულობის შეგრძნებას აჩენს. საინტერესოა ისიც, რომ ამ გამოქვაბულში ცეცხლის კვალიც იპოვეს…
მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ის ტექნიკაც, რომლითაც ხელსაწყოებს ამზადებდნენ. თუმცა იმ დროისთვის, როცა ეს ხელსაწყოები შეიქმნა, ნაკლებად ირჩევდნენ მას. ჩვეულებრივ ცუდი ხარისხის მქონე მასალებზე გამოიყენებოდა ან როცა კაჟის ძალიან მაგარი ქვა დეფიციტური იყო, მაგრამ Wielki-ს შემთხვევაში მის გამოყენებას არცერთი მათგანი ხსნის. აქ კი გამოსავალი მსგავსი მახასიათებლების მქონე მეორე ადგილის აღმოჩენაა, რომელიც არქეოლოგებს დაეხმარება, გაიგონ, რატომ იყენებდნენ უძველესი ადამიანები ამ ტექნიკას. ამ ეტაპზე კი იმედოვნებენ, რომ Homo heidelbergensis-ის ძვლებისთვის გამოქვაბულში კვლავ დაბრუნდებიან.