in

ინოვაციური კვლევა – მეცნიერები კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად ადამიანის იმუნურ სისტემას იყენებენ

ეს დაავადებასთან გამკლავების ახალი ეტაპის დაწყებას გულისხმობს

მინესოტას უნივერსიტეტის საინჟინრო და სამედიცინო მკვლევრები ინოვაციურ ექსპერიმენტებს ატარებენ – მისი მეშვეობით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კიბოსთან ბრძოლის მეთოდები… კვლევა ცხადყოფს, თუ როგორ შეუძლია მოდიფიცირებულ იმუნურ უჯრედებს, რომლებსაც კიბოს საწინააღმდეგო თერაპიებში იყენებენ, ფიზიკური ბარიერების გადალახვა, რათა პაციენტმა დაავადებასთან საბრძოლველად საკუთარი იმუნური სისტემა გამოიყენოს.

T უჯრედები სისხლის თეთრი უჯრედების ტიპია, რომელსაც იმუნური სისტემისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ისინი იმ “ჯარისკაცებს” ჰგვანან, რომლებიც ორგანიზმში შემოჭრილ სამიზნე უჯრედებს ესხმიან თავს… მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმატებით იყენებენ კიბოს იმუნოთერაპიის პროცესში, ამ უჯრედების მოქმედება გაცილებით დიდ სირთულეს აწყდება ე. წ. მყარი სიმსივნეების შემთხვევაში. სიმსივნის ბოჭკოვანი მასის სიმტკიცე იმუნური უჯრედების დაახლოებით ორჯერ შენელებას იწვევს.

კვლევის ფრაგლებში სიმულაციურად გაკეთებული ვიდეო გვიჩვენებს, როგორ მიგრირებს ციტოტოქსიკური T უჯრედები პანკრეასის სიმსივნის შემთხვევაში. მკვლევართა მთავარ მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს – ამ უჯრედების მოდიფიცირებაზე მუშაობა, რათა მათ სიმსივნის ბარიერების გადალახვა და კიბოს უჯრედებთან ბრძოლა შეძლოს.

ეს ამ ტიპის პირველი კვლევაა, რომელიც, წარმატების შემთხვევაში, უჯრედებს მექანიკურ ოპტიმიზაციში დაეხმარება და ბრძოლისთვის შეამზადებს. თუ ეს იმუნური უჯრედები კიბოს უჯრედების ამოცნობას შეძლებს და მათში მოხვდება, სიმსივნის განადგურებაც შესაძლებელი იქნება.

“ეს კვლევა ჩვენი პირველი პუბლიკაციაა, რომელშიც სტრუქტურული და სასიგნალო ელემენტები განვსაზღვრეთ. ეს იმის გარკვევას ემსახურება, თუ როგორ ან სად უნდა განვალაგოთ T  უჯრედები. სიმსივნის შიგნით ყოველი “დაბრკოლების გზა” ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ არსებობს გარკვეული მსგავსება, რაც იმუნური უჯრედების მოდიფიცირების შემთხვევაში წარმატების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა” – ამბობს მინესოტის უნივერსიტეტის კიბოს ცენტრის მკვლევარი, პროვანცანო.

მოცემულ ვიდეოში ჩანს, რომ T უჯრედები ნანონაწილაკების გასწვრივ მიგრირებს, რომლებიც სიმსივნის აგებულების იმიტიციას წარმოადგენს. T უჯრედების დნმ-ის შესაცვლელად მათ მოწინავე გენების რედაქტირების ტექნოლოგიები გამოიყენეს – საბოლოო მიზანი კი, კიბოს უჯრედების შენელება და მოდიფიცირებული იმუნური უჯრედების დაჩქარებაა.

მეცნიერთა შემდგომ ნაბიჯს  მექანიკური თვისებების კვლევა წარმოადგენს, რათა უკეთ გაიგონ, როგორ ურთიერთქმედებს იმუნური და კიბოს უჯრედები ერთმანეთთან. საწყის ეტაპზე ეს ექსპერიმენტი მღრღნელებში მიმდინარეობს, შემდგომ კი კლინიკური კვლევები ადამიანებზე ჩატარდება.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი კვლევა პანკრეასის კიბოზეა კონცენტრირებული , მისი გამოყენება მრავალი სახის სიმსივნის შემთხვევაში შეიძლება. “კიბოს წინააღმდეგ საბრძოლო ინჟინერიის მიდგომის გამოყენება შედარებით ახალი სფეროა. ეს საშუალებას იძლევა, გავიგოთ, როგორ მოქმედებს ჩვენი ორგანიზმი კიბოს წინააღმდეგ” – განაცხადა პროვანცანომ.

კვლევა ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) და University of Minnesota Physical Sciences in Oncology Center-მა დააფინანსა. დამატებითი დაფინანსება კი, კიბოს ამერიკულმა საზოგადოებამ და რენდი შავერის კვლევისა და სათემო ფონდმა უზრუნველყო.

როგორ გამოვიყენოთ Word Of Mouth მარკეტინგი ბიზნესის წარმატებისთვის

როგორ ვუყუროთ 2021 წლის სუპერმთვარის დაბნელებას პირდაპირ რეჟიმში?