in

ადამიანის კანის უჯრედებისგან ხელოვნური კანი შექმნეს

ტოკიოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფმა შეიმუშავა ტექნიკა, რომლითაც რობოტული სახეები ადამიანის კანის უჯრედებით დაფარეს. ეს მიღწევა კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს მომავალთან, რომელშიც რობოტები ჩვენი ყოველდღიურობის ბუნებრივ ნაწილად იქცევიან.

M2
M2

ტოკიოს კვლევითმა ჯგუფმა, ჰარვარდის მეცნიერ მიჩიო კავაისთან ერთად, ადამიანის კანის უჯრედების ნაზავი კოლაგენის ბაზაზე გადაიტანა. შემდეგ კი 3D დასაბეჭდად განკუთვნილ ყალიბზე მოათავსა. მიღებული შედეგი გასაოცარია — ეს ხელოვნური კანი სრულიად მოქნილია და რობოტის მოძრაობას ზუსტად მიჰყვება.

მიუხედავად წარმატებული შედეგისა, ეს მხოლოდ დასაწყისია. მეცნიერები გეგმავენ, რომ შემდეგ ვერსიებს ნაოჭები, კანის სქელი ფენა, ოფლის ჯირკვლები და ნერვებიც კი დაემატება. შესაბამისად, რობოტები არა მხოლოდ მიმიკების უკეთ კონტროლს შეძლებენ, არამედ თავიან ხელოვნურ სახეებზე მზის სიმხურვალესაც კი იგრძნობენ.

„გვჯერა, რომ უფრო სქელი და რეალისტური კანის შექმნა საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების, ფორების, სისხლძარღვებისა და ნერვების სინთეზით შეგვიძლია. რა თქმა უნდა, მოძრაობაც გადამწყვეტი ფაქტორია, ამიტომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის მსგავსი მიმიკების შემუშავება“, — განმარტავენ მეცნიერები.

საგულისხმოა, რომ კვლევის შედეგები რობოტიკას სცილდება. მაგალითად, კოსმეტიკურ ინდუსტრიაში შეიძლება დიდი სარგებელი მოიტანოს. მაგალითად, ერთთვიანი ექსპერიმენტის დროს რობოტს სახეზე გამომეტყველების ნაოჭები განუვითარდა, რაც კანის დაბერების პროცესს ემსგავსება. ამ უნარის გამოყენება ახალი კოსმეტიკური და კანის მოვლის საშუალებების გასატესტად შეიძლება — კერძოდ ისეთების, რომლებიც ნაოჭების პრევენციასა თუ შემცირებაზეა ფოკუსირებული.

უბრალოდ, მოცემულ ეტაპზე ხელოვნურ კანს აკლია სენსორული ფუნქციები და სისხლძარღვები, რაც ლაბორატორიის გარეთ მის გამძლეობას ზღუდავს. შესაბამისად, კვლევის მომდევნო ეტაპიც ამ გამომწვევის გადაჭრაა.

Kitchen & Living-ში ქალაქიდან გასვლის დიდი სამზადისი დაიწყო

რატომ განვიცდით „გადაწვას“?