in

ადამიანის სახეზე დაკვირვება ტვინში განსხვავებულ აქტივობას იწვევს — კვლევა

შესაძლოა, ეს რთულად შესამჩნევი იყოს, მაგრამ ადამიანის თვალი მუდმივად სწრაფ, პატარა მოძრაობებს აკეთებს. ამ დროს უამრავ ახალ ინფორმაციას იღებს, როდესაც ჩვენ სულ სხვა რამეზე ვართ ფოკუსირებული. შედეგად გააქტიურებული ტვინის აქტივობა, შესაძლოა, სრულიად უნიკალური აღმოჩნდეს.

M2
M2

„ნეირონულ დონეზე, ყველა მცირე მოძრაობას მნიშვნელოვანი შედეგები აქვს“, — განმარტავენ მეცნიერები ახალ კვლევაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა კოგნიტიური ნეირომეცნიერი ტობიას შტაუდიგლი, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტიდან.

ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევრები ეპილეფსიის მქონე 13 პაციენტთან მუშაობდნენ, რომელთაც ტვინში ელექტროდები ჩაუნერგეს, მათი მდგომარეობის მონიტორინგისთვის. ცდისპირები ეკრანზე გამოსახულ ვიზუალური სტიმულის სპექტრს ადევნებდნენ თვალს — მათ შორის ადამიანის სახეებს, ყვავილებს, ხილს, მანქანებს და ა. შ.

ამ პროცესის პარალელურად, მკვლევრები აკონტროლებდნენ ტვინის ნერვულ აქტივობას, როგორც ამიგდალაში, ისე ტვინის სხვადასხვა ნაწილებში, რომლებიც დაკავშირებულია აქტივობის სხვადასხვა ასპექტთან. როგორც ცნობილია, ჩვენი ემოციების რეგულირებაში, ამიგდალასთან ერთად, მეხსიერების დამუშავებაც დიდ როლს ასრულებს.

როდესაც მონაწილეები ადამიანის სახეებს უყურებდნენ, ნეირონები ამუშავდა და სინქრონიზებული იყო ამიგდალასა და ჰიპოკამპს შორის ისეთი ნიმუშით, რომელიც განსხვავდებოდა სხვა სტიმულის შედეგებისგან. ამას ჯგუფი განმარტავს, როგორც მტკიცებულებას იმისა, თუ როგორ ამუშავებს ტვინი მეხსიერების დაშიფვრას მნიშვნელოვანი სოციალური ინფორმაციისთვის.

„უამრავ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ სახეების დაკვირვების საფუძველზე… მაგალითად, ვენდობით თუ არა ვინმეს, ბედნიერია ადამიანი თუ გაბრაზებული, შევხვედრილვართ თუ არა მას ადრეც და სხვ.“, — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ველი რუტიშაუზერი. ამ გადაწყვეტილებების საფუძვლები სწორედ თვალის სწრაფ, ნახტომისებურ მოძრაობაში იწყება.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ეს სიგნალები ამიგდალიდან ჰიპოკამპისკენ ძლიერი პროექციის მეშვეობით გადაიცემა. აქ კი მაღალი სოციალური და ემოციური მნიშვნელობის მქონე სტიმულების დამუშავებას მეტი პრიორიტეტი ენიჭება. „შესაძლოა, ეს ჰიპოკამპის მეხსიერების დაშიფვრას ემსახურებოდეს, მნიშვნელოვანი სტიმულისა და მოვლენებისთვის“. 

ამასთან, უჯრედების პროპორცია, რომლებიც ვიზუალურად შერჩევითი იყო ადამიანის სახეებისთვის, გაცილებით დიდი რაოდენობით გვხვდება ამიგდალაში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამიგდალა უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს იდენტიფიკაციაში. „ვფიქრობთ, ეს არის იმის ასახვა, თუ როგორ ამზადებს ამიგდალა ჰიპოკამპს ახალი სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად, რაც მნიშვნელოვანი იქნება დასამახსოვრებლად“, – აღნიშნავს რუტიშაუზერი.

სეზონური კვება და მისი მნიშვნელობა

Northeastern University-სა და ალტე უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა