in

მეცნიერებს ადამიანის ტვინის ასლის კომპიუტერულ ჩიპზე გადატანა სურთ

ამისათვის მკვლევრები ნანოელექტროდების ახალ მასივს გამოიყენებენ

Samsung-ისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი მიდგომა წარადგინეს, რომელიც უფრო ჭკვიანი კომპიუტერული ჩიპების შექმნას ემსახურება. შედეგად, ადამიანის ტვინის “კოპირება” და მეხსიერების ქსელში გადატანა იქნება შესაძლებელი.

უფრო კონკრეტულად, მეცნიერები ტვინის ნერვული ქსელის რუკის კოპირებას გვთავაზობენ. ამისათვის ნანოელექტროდების ახალ მასივს გამოიყენებენ და ნეირონების მიერ წარმოებული ელექტრული სიგნალები ამგვარად ჩაიწერება.

“ამ ხედვის არსია ძუძუმწოვრების ნერვული ქსელის ფუნქციური სინაფსური რუკის კოპირება. შემდეგ კი ამ რუკის 3D მაღალი სიმკვრივის მეხსიერების ქსელში ჩასმა. ამან, შესაძლოა, მარტივ სწავლას, ადაპტაციას, გაუმჯობესებულ “თვით ანატომიასა” და შემეცნებას შეუწყოს ხელი” – განმარტავენ მკვლევრები.

ახალი მიდგომა ნეირომორფული გამოთვლის თავდაპირველ მიზანს ასახავს, რომელიც ტვინის ნერვული სტრუქტურის იმიტაციას ახდენს. თუმცა ჯერ არავინ იცის, რამდენად შორს ან ახლოსაა ეს იდეა რეალობისგან… ადამიანის ტვინს დაახლოების 100 მილიარდი ნეირონი და ათასჯერ მეტი სინაფსური კავშირი აქვს. ამრიგად, სრული ნეირომორფული ჩიპი დაახლოებით 100 ტრილიონიან მეხსიერებას მოითხოვს.

ასე რომ, ასეთი ჩიპის შექმნა საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. და მაინც, მკვლევრების თანახმად, ეს ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარული ტექნოლოგიის საზღვრებს გადალახავს…

მივიწყებული Skype წლის განმავლობაში სრულ განახლებას მიიღებს!

AzRy-ს Senior software developer გუგა ტყეშელაძე პარალელურად Microsoft-ის გუნდს უერთდება