in

ნახეთ: ადამიანის ზომის კინეტიკური სკულპტურა ქარში ცეკვავს!

ეს საუკეთესო ჰიპნოტური ნამუშევარია

არტისტი ენტონი ჰოუ ისეთ ნამუშევარს ქმნის, რომელიც სრულყოფილ სახეს ქარის მეშვეობით იღებს. მისი კინეტიკური სკულპტურა ნიავის მოძრაობასთან ერთად ცოცხლდება – ყოველი დეტალი მომხიბლავ მოძრაობას იწყებს. ნამუშევარი, თავის მხრივ, ჰოუს ოსტატობას უსვამს ხაზს. სკულპტურა ინჟინრული სიზუსტით ერთვება დინამიკაში.

სკულპტურა, სახელწოდებით Zavion თავდაპირველად ციფრული მოდელირებით დაიწყო,  შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ ააწყო არტისტმა. ექვსი მეტრის ქანდაკება ზღვის ნაპირზე დგას და მოცეკვავე ადამიანს მოგაგონებთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს საუკეთესო ჰიპნოტური ნამუშევარია.

“მრავალი წლის განმავლობაში ვფიქრობდი სრულყოფილ ფიგურაზე და მინიმუმ ხუთი წელი ვაკეთებდი პოტენციური სკულპტურების ჩანახატებს” – ამბობს ენტონი ჰოუ. საბოლოოდ კი, იდეამ ახლა შეისხა ხორცი და თავად გადაწყვიტეთ, რამდენად სრულყოფილია ის თქვენთვის…

500 Startups-ის მეორე ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია!

რა შესაძლებლობებს აძლევს კურსდამთავრებულებს „ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“?