შიში, რომ „ახალგაზრდებს შინაგანი ნაპერწკალი ჩაუქრებათ“, სულ უფრო მზარდ სახეს იღებს — მაგალითად, დანიის სამაუწყებლო ტელევიზიის, P3 Missionen-ის თანახმად, ქვეყანაში ახალგაზრდების 44% იმყოფება ე. წ. გადაწვის წინაშე.
ამ სოციალურ ფენომენთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად, P3 Missionen-მა კრეატიული კამპანიის მოწყობა გადაწყვიტა. სააგენტო Uncle Grey-ის გუნდმა ადამიანის ზომის სანთლის ფიგურა ქუჩაში განათავსეს, როგორც ახალგაზრდების საერთო სახე — ეს არის ვიზუალური გამოხატულება იმისა, თუ რა დაემართებათ ადამიანებს გადაღლილობის პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში: „მთელი თაობა გადაიწვება“.
„წლების განმავლობაში, მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის აუცილებლობაზე ვფოკუსირდებოდით — ახლა კი დროა, მენტალურ კეთილდღეობას მივაქციოთ სათანადო ყურადღება. ვიმედოვნებთ, ეს პროექტი ამ მნიშვნელობის დემონსტრაციაში დაგვეხმარება, რათა ახალგაზრდებს ვაგრძნობინოთ, რომ მარტო არ არიან ამ რთულ გარემოებაში“, — აღნიშნავს P3 Missionen.