in ,

მეცნიერებმა ადამიანის ზურგის ტვინის 3D ქსოვილები შექმნეს — მედიცინაში პირველად

პარალიზებული ადამიანები სიარულს შეძლებენ…

ზურგის დაზიანებით მიღებული დამბლა დიდი ხანია განუკურნებელ დაავადებად ითვლება… თუმცა, შესაძლოა, მეცნიერულმა განვითარებამ ადამიანებს სიარულის შესაძლებლობა იმაზე ადრე მისცეს, ვიდრე აქამდე წარმოგიდგენიათ.

M2
M2

მსოფლიოში პირველად, თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ადამიანის ზურგის ტვინის 3D ქსოვილები შექმნეს და ქრონიკული დამბლის მქონე ლაბორატორიულ მოდელებში განათავსეს. შედეგად კი, სიარულის უნარის აღდგენა გახდა შესაძლებელი. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ რამდენიმე წელიწადში ინჟინერირებული ქსოვილები პარალიზებულ ადამიანებში ჩაინერგება და მათ სიარულის საშუალებას მისცემს.

როგორ მოხდება ეს?

მკვლევრები პაციენტისგან მუცლის ცხიმოვანი ქსოვილის მცირე ბიოფსიას იღებენ და გენეტიკურ ინჟინერიას უჯრედების რეპროგრამირებისთვის იყენებენ. უჯრედგარე მატრიქსიდან პერსონალიზებულ ჰიდროგელს ქმნიან, რომელიც იმპლანტაციის შემდეგ იმუნურ პასუხს ან უარყოფას არ იწვევს. შემდეგ კი უჯრედებს ნეირონული ქსელების 3D იმპლანტანტებად აქცევენ.

ადამიანის ზურგის ტვინის იმპლანტების გამოსაცდელად, ისინი ლაბორატორიული მოდელების ორ განსხვავებულ ჯგუფში ჩანერგეს: მათ, ვინც ახლახან მიიღო იყო პარალიზება (მწვავე მოდელი) და მათ, ვინც დიდი ხნის განმავლობაში იყო პარალიზებული (ქრონიკული მოდელი). იმპლანტაციის შემდეგ მწვავე დამბლის მქონე ლაბორატორიული მოდელების 100%-სა და ქრონიკული დამბლის მქონე 80%-ს სიარულის უნარი აღუდგა. ლაბორატორიულმა მოდელებმა სწრაფი რეაბილიტაციის პროცესი გაიარეს, რომლის შემდეგაც მათ უკვე კარგად შეეძლოთ სიარული.

ინოვაციურ კვლევას პროფესორ ტალ დვირის კვლევითი ჯგუფი ხელმძღვანელობდა. ახლა კი მათი მიზანი ყველა პარალიზებული ადამიანისთვის ზურგის ტვინის პერსონალიზებული იმპლანტანტების შექმნაა, რითაც პაციენტები გარანტირებულ შედეგებს მიიღებენ.

კომპანია Matricelf პროფესორ დვირის ლაბორატორიაში შემუშავებულ ორგანოთა ინჟინერიის რევოლუციურ ტექნოლოგიაზე მუშაობს, რათა ზურგის ტვინის იმპლანტის მკურნალობა დამბლით დაავადებული პირებისთვის კომერციულად ხელმისაწვდომი გახადოს. 

ანი ზაქარეიშვილი – #პირველისამსახური

YouTube-მა მეტავერსთან და NFT-სთან დაკავშირებული გეგმები წარადგინა