in

ადამიანთა უმეტესობა ილუზორულ სახეებში კაცს ხედავს

M2
M2

შეხედეთ სურათს… რას ხედავთ? თუ სახეს, მაშინ პარეიდოლიას განიცდით. ეს უსულო საგნებში სახეების დანახვას ნიშნავს. მეტიც, მათ ასაკზე, სქესსა თუ ემოციაზეც შეგვიძლია საუბარი. თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანების უმეტესობა სახეებს მამაკაცად აღიქვამს და არა, ქალად. ამას ახლად ჩატარებული კვლევა მოწმობს. 

კვლევაში, აშშ-ის 3800-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა. მათ უნდა ეთქვათ, რომელი სქესის წარმომადგენელს ეკუთვნოდა კონკრეტული ილუზორული სახე. მონაწილეთა უმეტესობა კაცს ასახელებდა — ამასთან, მეტად აღიქვამდნენ ახალგაზრდასა და ბედნიერს, ვიდრე მოხუცსა და ქალს.

ასევე, გამოიკვლიეს, ჰქონდა თუ არა, გავლენა კონკრეტულ საგანს ან მის ფერს გენდერის აღქმაზე. თუმცა, როგორც დადგინდა, ილუზორული სახეების გენდერის აღქმა დამოუკიდებელი პროცესი იყო. მაშინაც კი, როცა ნეიტრალურ სახეს აჩვენებდნენ, რომელსაც არ ჰქონდა გამოხატული გენდერული ნიშნები, კვლევის მონაწილეები მაინც კაცს ასახელებდნენ.

ზუსტი პასუხის პოვნა, რატომ ხედავენ ადამიანები მამრობითი სქესის სახეებს, რთული აღმოჩნდა. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ როცა პერსონაჟს არ აქვს გამოხატული ფემინური თვისებები, წამწამები, დიდი ტუჩები, მაკიაჟი ან სხვა რამ, იგი კაცად აღიქმება. ხოლო, როცა ეს თვისებები გამოხატულია, მას ქალად აღიქვამენ. ამას კი M&M-ის მწვანე ფიგურაც ადასტურებს, თავისი გრძელი წამწამებითა და სხვა ფემინური ნიშნებით

Sweeft Digital-მა ციფრული მარკეტინგის სააგენტო Elliot შეიძინა

ნახეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპის მინიატურული მოდელი