in

#ჩაიცვიქალაქი – Slow Pulse-ის ურბანულ თემაზე შექმნილი პროექტი „ადაპტაცია“

„ემოციის დონეზე მახსოვს, ათი წლის წინ ვხედავდი ჰორიზონტს, რომელიც მომწონდა. ახლა მხოლოდ ემოცია მახსოვს, ჰორიზონტი აღარ“, – Slow Pulse.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/SlowPulseBoys/videos/2236980612995806/?acontext=%7B%22ref%22%3A%2222%22%2C%22feed_story_type%22%3A%2222%22%2C%22action_history%22%3A%22null%22%7D” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

29 მარტს
, 20:00-ზე, თავისუფლების მოედანზე, ტაბიძის ქ. N1-ში, Slow Pulse წარმოგიდგენთ პროექტს „ადაპტაცია“ – #ჩაიცვიქალაქი – ურბანულ თემაზე შექმნილი ნამუშევრების სერია, რომელიც არის ერთგვარი რეაქცია ქალაქის დღევანდელ სახესა და იმაზე, თუ როგორი რთულია, ადაპტირდე ამ სივრცეში. პროექტი 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. „ადაპტაციაზე“ მუშაობა დაიწყო 2015 წელს და პირველი პრეზენტაცია გაკეთდა 2016 წელს ”City Stories-ის“ სახელწოდებით.Slow Pulse: „სივრცე, ჩვენ გარშემო, ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ დამახსოვრებასაც ვერ ვასწრებთ.
რა ემოციას იწვევს ჩვენში ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სივრცე ოკუპირებულია და არ გაძლევს საშუალებას, შენს ინდივიდუალურ შინაგან ემოციებსა და გარემოს შორის რაიმე კავშირი იპოვნო.

ემოციურად სრულიად აცდენილია ერთმანეთს ის, რასაც ვხედავთ და ის, ვინც ვართ.

ქალაქის დაგეგმარება ტეტრისის თამაშს ჰგავს. სხვადასხვა ფორმის გეომეტრიული ფიგურებისთვის არჩევ თავისუფალ სივრცეს და სვამ. უბრალოდ, აქ წაშლის ფუნქცია არ არსებობს.
ამ პრინციპით თუ იწყებ თამაშს, უეჭველად წაგებული გაქვს იმიტომ, რომ ერთ დღესაც, სივრცე გაივსება და მორჩა. ოღონდ, ეს თამაშში. რეალურ ცხოვრებაში ამ სივრცეში არსებობა სულ შეიძლება გაგრძელდეს და საინტერესოა ის მისტერია, რაშიც შეიძლება გადაიზარდოს რეალობა.იქიდან გამომდინარე, რომ ამის უკუპროცესი აღარ არსებობს, ისღა რჩება, რომ ვადაპტირდეთ სივრცეში, რომელიც გვაქვს.

პროექტი „ადაპტაცია“ ჩვენზეა, ადამიანებზე, რომლებიც ემოციურად სრულიად გამიჯნულები არიან გარემოსგან.

ამ სივრცეში ადაპტაციის სხვადასხვა ვარიანტიდან, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კი არ მოვერგოთ ქალაქს, როგორიც არის, არამედ მოვირგოთ ქალაქი, როგორიც არის.

პირდაპირი მნიშვნელობით, ჩავიცვათ ქალაქი,
და ვიყოთ ქალაქი.და აი, წარმოიდგინეთ სრულიად ადაპტირებული და გარემოსთან შერწყმული ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია თავის თავში.
არანაირი მოცემულობა არ გაქვს, რაზე და როგორ უნდა იფიქრო,
აკეთებ იმას, რაც გინდა, განიცდი იმას, რაც გინდა და თან ქამელეონი ხარ, სრულიად ადაპტირებული და უჩინარი.

თან ყველაზე დიდი კონფორმისტი ხარ და თან ყველაზე დიდი მეამბოხე.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმალები,
ეს უფრო შენიღბვაა,
შენი ჯავშანი რომელიც გიცავს,
შენი პირადი ადაპტაცია,

თანამედროვე სამყაროს კამუფლაჟი“.

Slow Pulse
არის ორი ადამიანის, მარიამ იაკობაშვილისა და გიორგი ყარალაშვილის კოლაბორაცია, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მედიაში და თანამედროვე ხელოვნების მრავალი მიმართულებით.

მუსიკა Giorgi Karalashvili
ვიდეო ინსტალაცია Alexander Iakøbashvili
კურატორი Kettie Kawalsky

„ნატურალ პროდუქტი“ – სურსათის უვნებლობის გადამოწმების მომსახურება

8 მაისიდან! გაყიდვების მენეჯმენტის კურსი “საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტში”