4 სექტემბერი – ეს არის საბოოლო ვადა და უკანასკნელი შანსი იხილოთ თავი რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ Ad Black Sea – ის გამარჯვებულთა რიგებში. ფესტივალი ჩატარდება 2015 წლის 24-27 სექტემბერს ბათუმში. 27 სექტემბერს ფესტივალზე გამოცხადდება საუკეთესო ნამუშევრები და საუკეთესო სააგენტოები Ad Black Sea – ის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში.
ყველა ნამუშევარს აქვს შანსი მიიღოს ჯილდო და აღიარება საერთაშორისო ჟურისაგან.
წელს დაჯილდოება 3 მიმართულების მიხედვით მოხდება:
- საუკეთესო ვიდეო კონტენტი და სხვა ბრენდირებული კონტენტი;
- საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი;
- საუკეთესო იდეა.
ჟიური გამოავლენს ფინალისტებს და მედლის მფლობელებს (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო). გარდა ამისა გამოვლინდება:
- კონკურსის საუკეთესო ნამუშევარი;
- ფესტივალის გრან-პრი.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალის ფარგლებში დაჯილდოვდება:
- ფესტივალის საუკეთესო სააგენტო;
- ფესტივალის საუკეთესო დამოუკიდებელი სააგენტო;
- ფესტივალის საუკეთესო ქსელური სააგენტო
სპეციალურად ქართული სააგენტოებისათვის წესდება ჯილდო:
- ფესტივალის საუკეთესო ქართული სააგენტო.
გარდა ამისა, არტ-დირექტორთა ევროპული კლუბის (ADC*E) გადაწყვეტილებით ყველა ქართული ნამუშევარი, რომლებიც Ad Black Sea -ის ფარგლებში ჯილდოს მიიღებს, შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ევროპულ კონკურსში, ჩემპიონთა ლიგა ADC*E Awards -ში, ბარსელონაში.
ფესტივალის ფარგლებში ქულების დაანგარიშების შემდეგი სკალა გამოიყენება:
- ჟიურის სპეციალური პრიზი – 1 ქულა;
- შორტლისტი -2 ქულა;
- ბრინჯაო – 4 ქულა;
- ვერცხლი – 6 ქულა;
- ოქრო – 8 ქულა;
- კონკურსის საუკეთესო ნამუშევარი – 10 ქულა
- ფესტივალის გრან-პრი – 15 ქულა
დედლაინამდე დარჩა 5 დღე, ამიტომ მონაწილეობის მსურველებმა უნდა იჩქარონ და მოასწრონ თავიანთი ნამუშევრების გამოგზავნა შემდეგ საიტზე: adblacksea.com