in , ,

9 დღე წინანდალში. Summer Ad Camp 2013!

adcamp31 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით წინანდალი რიგით მეორე Summer Ad Camp-ს უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორია ART Factory of Gipa, Miami Ad School-ის მასპინძელი SAKIDEAMSHENI, პროექტის ოფიციალური მარკეტინგული პარტნიორი Marketer.ge

მონაწილეები 9 დღის განმავლობაში იცხოვრებენ წინანდლის მუზეუმის ტერიტორიაზე და დაესწრებიან მსოფლიოს წამყვანი სარეკლამო სკოლების Wordshop (Academy of communications Moscow)-ისა და Miami Ad School-ის ვორკშოპებსა და სემინარებს.

ძირითადი თემებია : სტრატეგია, ადგილმდებარეობის ბრენდინგი და ბრენდის საიდენტიფიკაციო ელემენტები, ნეიმინგი და კოპირაიტინგი. Miami Ad School-ის ბერლინისა და ჰამბურგის სკოლების დამფუძნებელი გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას, გასწავლით როგორ იქმნება გენიალური რეკლამა, ამის შემდგომ მონაწილეები მიიღებენ დავალებას, რომლის მიხედვითაც თქვენ თავად შექმნით სარეკლამო კონცეფციას. ეს შეიძლება იყოს თქვენს ცხოვრებაში ახალი და ძალიან საინტერესო ეტაპის დასაწყისი. სწორედ საუკეთესო იდეა გახდება გამარჯვებული და მიიღებს Miami Ad School-ში სწავლის 50%-იან დაფინანსებას. (დაახლოებით 10 000 ევრო)

სამუშაო ენებია რუსული და ინგლისური. Summer Ad Camp-ში მონაწილეობის ფასი შეადგენს 1440 ლარს.
ფასი მოიცავს :
სემინარი, სალექციო მასალები, ტრანსპორტირება თბილისი-წინანდალი-თბილისი, ცხოვრება წინანდლის ტერიტორიაზე ( საუზმე, ლანჩი, ვახშამი)
დახურვის ცერემონია.

ადგილები შეზღუდულია
რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს:
http://bit.ly/11YE78w

Marketing Kingdom Georgia 2 To Take Place From 26 – 27 September

Playboy-ს ახალი აპლიკაცია