in

კანის რეკლამის ფესტივალის 7 ლომის მფლობელი კომპანია მესამე Summer AD camp -ზე წარსდგება

მესამე Summer AD camp წელს ივლისში ორ ნაწილად ჩატარდება, ღონისძიების უცვლელი ორგანიზატორია ART Factory of Gipa, პროექტის მარკეტინგული პარტნიორი Marketer.ge
მარკეტერი ღონისძიების ორგანიზატორს და „ჯიპას“  ხელოვნების მიმართულების პროგრამების კურატორ ნინო ლიპარტელიანს ესაუბრა:

M: ღონისძიება მოიცავს სემინარებსა და „ვორკშოპებს კომუნიკაციის სფეროში.

Summer AD camp წელს ივლისში ორ ნაწილად გაიმართება. პირველი ნაწილი 2-10 ივლისს თბილისში „ფრონტლაინში“ ჩატარდება და სარეკლამო ვიდეოს გადაღების ძირითად პრინციპებს შეეხება. მონაწილეები თავად შექმნიან კრეატიულ ვიდო პროდუქტებს. პროექტი შედგება 3 ეტაპისგან pre-production, production, post-production. რაც ეხება მეორე ნაწილს, 18-19 ივლისს ვმასპინძლობთ კრეატიულ დამოუკიდებელ სარეკლამო სააგენტოს „ვოსხოდს“. შარშანდელმა კანის 7 ლომმა ამ სააგენტოს უდიდესი პოპულარობა მოუტანა. (http://ravoshod.ru/news/2014/4/1314 )

M: ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

Summer AD camp მონაწილეობა შეუძლია ყველა ადამიანს, ვინც მუშაობს კომუნიკაციების მიმართულებით, ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობენ და სურთ რეკლამის სფეროს დაუკავშიროს თავისი მომავალი პროფესია. ასაკი შეზღუდული არ არის.

M: ვინ იქნებიან სპიკკერები და რა საკითხებს განიხილავენ?

ვორქშოფს და სემინარს ატარებს ანდრეი მუსინი, „ოგილვის“ არტ დირექტორი და მოსკოვის კომუნიკაციის აკადემიაში კრეატიული ვიდეოს პროგრამის ხელმძღვანელი. სპიკერები იქნებიან ანდრეი გუბაიდულინი, „ვოსხოდის“ კრეატიული დირექტორი და ვლად დერევიანიხ „ვოსხოდის“ არტ დირექტორი, ისინი სიამოვნებით დაგვთანხმდნენ გაუზიარონ ქართულ სარეკლამო და საკომუნიკაციო სააგენტოებს თავიანთი გამოცდილება.

M: რა არის ამ ღონისძიების მიზანი?

როგორც წინა წლებში, Summer AD camp მიზანია ამ სფეროს პროფესიონალთა ერთად შეკრება, სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, პროფესიონალური ზრდის საშუალება ახალგაზრდებისათვის და , ზოგადად ,დარგის განვითარება, რაც ჩვენთვის, როგორც უნივერსიტეტისათვის, მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენს ახალ საბაკალავრო პროგრამაში, აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნება, რეკლამა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

M: წელს მესამედ ტარდება. წინა ორ შემთხვევაში რა გაველნა იქონია მონაწილეების პროფესიულ ზრდაზე ან დასაქმებაზე?

Summer AD camp წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, შარშან ჩვენთან ერთად საზაფხულო ბანაკის ორგანიზებაში ჩართული იყო სარეკლამო სააგენტო „საქიდეამშენი“, სწორედ მათი დახმარებით დავუკავშირდით და მოვიწვიეთ Miami ad school-ის ჰამბურგისა და ბერლინის სკოლების დირექტორი ნიკლას ფრიგს-რუპი. მონაწილეებმა მოცემული ბრიფის მიხედვით წარმოადგინეს კრეატიული პროექტები. სამმა საუკეთესო პროექტის ავტორმა 50%-იანი ფასდაკლება მოიპოვა Miami ad school-ში სწავლის გასაგრძელებლად, ერთ-ერთი მათგანი უკვე გაემგზავრა სასწავლებლად.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, პირველი ნაწილი მხოლოდ 15 მონაწილე, მეორე 25. რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით [email protected] ან დარეკეთ 551 975 475. 

ფასი 444 ლარი

adcamp-2014

სამორინე ივერიას ახალი ინტერნეტ პროექტია IVERIABET.com

როგორ გაიხსნა Spotlight 2014 (ვიდეო)